
ჩრდილოეთ კორეის ხალხმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთის სარედაქციო სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას აზიის ტურნეს ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. სტატიაში ნათქვამია, რომ ამის გამო დონალდ ტრამპი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
"მან ყველაზე საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რისი შეწყალებაც შეუძლებელია. მან ქვეყნის უზენაესი ხელმძღვანელობის ღირსება ბოროტად შელახა", - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის გაზეთ "როდონგ სინმუნის" სარედაქციო სტატიაში.