
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გიორგი ჯახუა არა მღვდელმსახური, არამედ ერისკაცია.
უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამართალდამცავებმა სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა და იარაღი ამოიღეს
მათივე ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ამასთან, შსს იარაღის ამოღების ფაქტს არ ადასტურებს.
თავად გიორგი ჯახუას მტკიცებით, ის მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია. როგორც მან დღეს, "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და მარიხუანა ამოიღეს, რასაც დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ჯახუამ.
მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "პოლიციელებმა კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება" აიძულეს.
რაც შეეხება იარაღს, გიორგი ჯახუას თქმით, ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – აღნიშნა მან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსახიობი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის დაანონსებულ ქორწინებას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მეგან მარკლის ბიოგრაფიას BBC-მ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.
როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა, თუმცა ტორონტოში ცხოვრობს. მარკლი სწავლობდა დაწყებით კერძო სკოლაში, შემდეგ კათოლიკურ კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ Northwestern University-ს კომუნიკაციების კოლეჯში გააგრძელა სწავლა. მისი კარიერაც სწორედ აქედან იწყება.
გარდა მსახიობობისა, მეგან მარკლი ფულს თავისი კალიგრაფიითაც შოულობდა, რომელსაც ქორწილების მოსაწვევების გასაფორმებლად იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლის მამა 80-იანი წლების შოუ Married-ის კინემატოგრაფი იყო. მეგანი ტელევიზიით პირველად 2002 წელს სამედიცინო დრამა General Hospital-ში გამოჩნდა.
ამის შემდეგ მარკლი არაერთ ჰოლივუდურ ფილმში მონაწილეობდა, მათ შორის არის Get Him to the Greek, Remember Me და Horrible Bosses. მეგან მარკლი ასევე თამაშობდა FBI-ს აგენტის როლს სერიალ Fringe-ში, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მას რეიჩელ ზეინის როლმა ამერიკულ დრამა Suits-ში მოუტანა, რომელსაც დიდ ბრიტანეთშიც აჩვენებდნენ. აღნიშნულ როლს მარკლი 2011 წლიდან ასრულებს, თუმც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეგან მარკლი მომდევნო სერიებში აღარ გამოჩნდება.
2017 წლის სექტემბერში მარკლმა ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ ის და პრინცი ჰარი იყვნენ "ორი ბედნიერი და შეყვარებული ადამიანი".
აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი ქორწილი მეგან მარკლისთვის პირველი არ იქნება, რადგან 2011 წელს ის პროდუსერ ტრევორ ენგელსონზე დაქორწინდა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
როგორც BBC იუწყება, მისი ყოფილი ქმარი ახლა ახალ სატელევიზიო შოუზე მუშაობს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის მიერ დატყვევებული მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს. ამავე შოუში ყოფილი ცოლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ქორწინდება.
კიდევ ერთ საინტერესო დეტალი მეგან მარკლიზე მისი ცხოვრების ამსახველი ვებგვერდი The Tig-ია, რომელიც წელს დაიხურა იმ მოტივით, რომ მარკლი სამეფო ნიშნობისთვის ემზადებოდა. თავისი ვებგვერდის ერთ-ერთი პოსტში მეგან მარკლი ამბობს: "არ მინდა ვიყო ქალი, რომელიც საუზმით უმასპინძლდება სხვას, მინდა ვიყო ქალი, რომელიც მუშაობს".
მეგან მარკლი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კერძოდ, მას Instagram-ზე 1,9 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო Twitter-ზე 350 000.
მეგან მარკლი მსახიობის კარიერასთან ერთად, World Vision Canada-ის მსოფლიო ელჩი გახდა. მისი აქტივობები მსოფლიოს მასშტაბით ბავშვებისთვის უკეთესი სწავლების, კვებისა და სამედიცინო დახმარების სერვისების მიწოდებას გულისხმობს.
გარდა მისი ჰუმანიტარულ პროექტებში ჩართულობისა, მარკლი ცნობილია, როგორც გენდერული თანასწორობისთვის არსებულ პროექტებში ჩართული მსახიობი.11 წლის ასაკში მეგან მარკლმა სარეცხი საშუალებების მწარმოებელს გენდერული სტერეოტიპების შემცველი სარეკლამო რგოლი შეაცვლევინა, სადაც ნახსენები იყო, რომ ქალები სამზარეულოში უნდა ყოფილიყვნენ.
შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ჰუმანიტარულ საქმიანობებში ჩართვასთან ერთად მსახიობობას, ის ამბობს: "სანამ ჩემი ცხოვრება დევნილთა ბანაკებიდან წითელ ხალიჩამდე იცვლება, ვირჩევ ორივეს, რადგან ამ ორ მსოფლიოს ერთად არსებობა შეუძლიათ".
მეგან მარკლის მამა თეთრკანიანია, ხოლო დედა აფრო-ამერიკელი.
მკითხველის კომენტარები
(1)
მათ იციან რომ ზედმეტი დემოკრატია გუპავს ქვეყანას