ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაკავებულთა შორის ლაშა შუშანიშვილის ძმის ცოლია
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Periodico პოლიციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ სხვადასხვა მისამართებზე კატალონიის რამდენიმე ქალაქში. ასევე მისამართებზე ჩხრეკა მადრიდში ტარდება.
აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში 16 პირია დაკავებული.
მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლი.
როგორც პოლიციაში წყარომ აღნიშნა, ჯფუფი, რომლის წინააღმდეგ ოპერაცია ტარდება, ფულის გათეთრებასთანაა დაკავშირებული.
მკითხველის კომენტარები
(0)