30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ისრაელმა დამასკოს სამხედრო ობიექტის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა | Allnews.Ge

ისრაელმა დამასკოს სამხედრო ობიექტის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა

გასულ ღამით ისრაელმა დამასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ელ-ქისვას რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა. სირიული ტელეარხის Al Ekhbariya-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა რაკეტამ სამხედრო პოზიციას მიაღწია და მატერიალური ზარალი მიაყენა.

"სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და მოწინააღმდეგის ორი სამიზნე გაანადგურა", - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეარხმა ამ შეტევას "ისრაელის დაუფარავი აგრესია" უწოდა.