23 ოთხშაბათი - 2025, აპრილი

აშშ-სა და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალები ერთობლივ მასშტაბურ სწავლებას იწყებენ | Allnews.Ge

აშშ-სა და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალები ერთობლივ მასშტაბურ სწავლებას იწყებენ

აშშ-სა და სამხრეთ კორეის საჰაერო ძალები დღეს ერთობლივ მასშტაბურ სწავლებებს იწყებენ. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული მანევრები მოკავშირეების, აშშ-სა და სამხრეთ კორეის პასუხს წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე.

ერთობლივი სწავლება Vigilant Ace ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 200-ზე მეტი თვითმფრინავი, ამერიკული გამანადგურებლები F-22. სწავლებაში ასევე ჩართულია აშშ-ს 12 ათასი სამხედრო.