28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორია იერუსალიმის სტატუსის ისტორია და რას გამოიწვევს ტრამპის გადაწყვეტილება ამ ქალაქთან დაკავშირებით? | Allnews.Ge

როგორია იერუსალიმის სტატუსის ისტორია და რას გამოიწვევს ტრამპის გადაწყვეტილება ამ ქალაქთან დაკავშირებით?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა.

აქამდე თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა იერუსალიმში ამერიკის საელჩოსთვის სათანადო შენობა ჯერ ვერ მოიძია. შესაბამისად, პრეზიდენტმა ტრამპმა, ერთი მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტს საელჩოს იერუსალიმში გადატანა დაავალა, მეორე მხრივ, კი კონგრესს შეატყობინა, რომ საელჩოს გადატანა კიდევ 6 თვით დაგვიანდებოდა.

აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია ისრაელი-პალესტინის ურთიერთობაში.

ისრაელი იერუსალიმს თავის დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებს კი სჯერათ, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა იყოს.

ამერიკის შეერთებული შტატები პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც 1948 წლის ანუ ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, იერუსალიმი სწორედ მის დედაქალაქად გამოაცხადა.

რატომ მაინც და მაინც ახლა ?

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდა. როგორც ჩანს, ტრამპი ახლა უბრალოდ თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებას.

თეთრი სახლის წარმომადგენელთა განმარტებით, დონალდ ტრამპი უბრალოდ რეალობას აფიქსირებს - იერუსალიმი, მისი შეხედულებით, ისედაც ასრულებს ისრაელის დედაქალაქის როლს. დიპლომატების თქმით, იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ისრაელის საზღვრების შესახებ აშშ-ის პოლიტიკას არ ცვლის.

იორდანია და საუდის არაბეთი ტრამპს აფრთხილებდნენ, რომ მისმა ნაბიჯმა ვითარება რეგიონში და ზოგადად მუსლიმურ სამყაროში შესაძლოა სერიოზულად გაამწვავოს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ტრამპს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების რაიმე შორსმიმავალი გეგმა აქვს, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის თავისი პროებრაულად განწყობილი ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას ცდილობს.

იერუსალიმის სტატუსი პირდაპირ არის დაკავშირებული ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის კონფლიქტთან, რომელსაც მხარს უჭერენ სხვა არაბული სახელმწიფოები და ზოგადად მთელი ისლამური სამყარო.

აღნიშნული ქალაქი, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ამ დროისთვის 300 ათასი პალესტინელი ცხოვრობს, წმინდა ადგილია სამი უდიდესი რელიგიისთვის - იუდაიზმისთვის, ისლამისა და ქრისტიანობისთვის. ისრაელის იურისდიქციის ქვეშ იერუსალიმი 1967 წლის 6-დღიანი ომის შედეგად მოექცა. 1993 წელს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ქალაქის საბოლოო სტატუსი მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობისას უნდა განსაზღვრულიყო.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოება იერუსალიმზე ისრაელის ერთპიროვნულ გავლენას არ აღიარებს, სწორედ ამიტომ, ყველა ქვეყანამ, მათ შორის, ისრაელის უახლოესმა მოკავშირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საელჩოები თელ-ავივიში განათავსეს.

1967 წლის შემედგ, ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ათობით კვარტალი ააშენა, სადაც ახლა დაახლოებით 200 ათასი ისრაელელი ცხოვრობს. დასახლებები საერთაშორისო ნორმების დარღვევით შენდება, თუმცა ისრაელი ამას არ ეთანხმება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ შემთხევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს, ეს საერთაშორისო საზოგადოებასთან კონფლიქტს გამოიწვევს.

როგორი რეაქცია ჰქონდათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ?

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებს დონალდ ტრამპის გეგმებზე აგრესიული რეაქცია ჰქონდათ.

იორდანიამ, რომლის ზედამხედველობის ქვეშ ქალაქის ყველა ისლამური წმინდა ადგილია, განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებები მძიმე შედეგებს მოიტანს. სწორედ იორდანიის ინიციატივით მოხდა საგანგებო თათბირის მოწვევა არაბული ქვეყნების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამონაწილეობით.

არაბული ქვეყნების ლიგის მეთაურმა აჰმედ აბულ ჰეიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი ფანატიზმისა და სისასტიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აღნიშნული ნაბიჯით ის ყველა მუსლიმისთვის "წითელ ხაზს" გადაკვეთს.

"ბატონო დონალდ! იერუსალიმი - "წითელი ხაზია" ყველა მუსლიმისთვის. ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ამ საკითხის გამო ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას გავწყვეტთ"- განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტრამპის გადაწყვატილებას უდიდესი კატასტროფა უწოდა, რომელიც ახალი კონფლიქტების დასაწყისი იქნება.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაჰმუდ აბასმა მსოფლიო ლიდერებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

"აშშ-ის მსგავსი გადაწყვეტილება ხაზს გადაუსვამს სამშვიდობო პროცესს და რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს"- განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრცია წლების განმავლობაში ცდილობდა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დეესკალაციას, თუმცა ტრამპის გადაწყვეტილებამ ეს პროცესი, შესაძლოა, საფუძვლიანად შეარყიოს.