
საქართველოდან უკრაინაში ტერნოპოლის ოლქში გასტროლებზე ჩასულ მოძრავ ცირკს ქალაქ ხოროსტკოვის ერთ-ერთ მოედანზე საცირკო დასის აქლემი დარჩა. აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე უკრაინაში მოქმედმა ცხოველების დაცვის მოძრაობამ UAnimals-მა განათავსა.
მიტოვებული ცხოველების ფოტომ სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება დაიმსახურა. თუმცა, ქალაქის მერმა სტეპან გლადუნმა გამოცემა "20 წუთთან" საუბარში განმარტა, რომ არანაირ გაუგებრობას ადგილი არ აქვს და ცირკმა აქლემი ადგილობრივ ფერმერს გამოსაზამთრებლად დაუტოვა.
"ჩვენთან ერთ-ერთ მოედანზე საქართველოდან ჩამოსული მოძრავი ცირკი წარმოდგენებს მართავდა. უკანასკნელი ღონისძიების დასრულების შემდეგ ცირკის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერს მოელაპარაკნენ, რათა გამოზამთრების მიზნით მისთვის აქლემი და ლამა დაეტოვებინათ. იქ ცხოველებს ყველა სათანადო პირობა ექნებათ შექმნილი, თუმცა დათბობოს გამო მოედანზე დიდი ჭაობი წარმოიშვა ამიტომ აქლემის გადაყვანა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება ცხოველს გადავიყვანთ", - განაცხადა ქალაქის მერმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მაღალჩინოსნის განმარტებით, აქლემი მოედანზე სპეციალურ შენობაში იმყოფება, მას უვლიან და თოვლში უბრალოდ სასეირნოდ გამოუშვეს.
გლადუნმა ასევე განმარტა, რომ აქლემისთვის სიცივე საშიში არ არის. მან ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ გამოზამთრების ადგილას ცხოველს ერთ კვირაში გადაიყვანენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოდან უკრაინაში ტერნოპოლის ოლქში გასტროლებზე ჩასულ მოძრავ ცირკს ქალაქ ხოროსტკოვის ერთ-ერთ მოედანზე საცირკო დასის აქლემი დარჩა. აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე უკრაინაში მოქმედმა ცხოველების დაცვის მოძრაობამ UAnimals-მა განათავსა.
მიტოვებული ცხოველების ფოტომ სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება დაიმსახურა. თუმცა, ქალაქის მერმა სტეპან გლადუნმა გამოცემა "20 წუთთან" საუბარში განმარტა, რომ არანაირ გაუგებრობას ადგილი არ აქვს და ცირკმა აქლემი ადგილობრივ ფერმერს გამოსაზამთრებლად დაუტოვა.
"ჩვენთან ერთ-ერთ მოედანზე საქართველოდან ჩამოსული მოძრავი ცირკი წარმოდგენებს მართავდა. უკანასკნელი ღონისძიების დასრულების შემდეგ ცირკის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერს მოელაპარაკნენ, რათა გამოზამთრების მიზნით მისთვის აქლემი და ლამა დაეტოვებინათ. იქ ცხოველებს ყველა სათანადო პირობა ექნებათ შექმნილი, თუმცა დათბობოს გამო მოედანზე დიდი ჭაობი წარმოიშვა ამიტომ აქლემის გადაყვანა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება ცხოველს გადავიყვანთ", - განაცხადა ქალაქის მერმა.
მაღალჩინოსნის განმარტებით, აქლემი მოედანზე სპეციალურ შენობაში იმყოფება, მას უვლიან და თოვლში უბრალოდ სასეირნოდ გამოუშვეს.
გლადუნმა ასევე განმარტა, რომ აქლემისთვის სიცივე საშიში არ არის. მან ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ გამოზამთრების ადგილას ცხოველს ერთ კვირაში გადაიყვანენ.
მკითხველის კომენტარები
(0)