31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ელის თუ არა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი | Allnews.Ge

ელის თუ არა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადების პირველი ფორმალური მცდელობა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო მან დასაწყისშივე წარუმატებლობა განიცადა.

ამერიკის პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე ფრთაში თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტის შესახებ საუბარი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მოულოდნელი გამარჯვებისთანავე დაიწყო, თუმცა აღნიშნულმა იდეამ ხმამაღლა გასულ კვირას გაიჟღერა, როდესაც პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა გამოძიების ფედერალური ბიუროს შეცდომაში შეყვანა აღიარა.

ფლინის აღიარებამ ტრამპის კრიტიკოსები გაახარა. ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საუბრის ახლიდან წამოწყების დრო დადგა. აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ალაპარაკდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ მედიაშიც. გამოვიდა ბევრი ანალიტიკური სტატია სათაურით "მოვიდა თუ არა ტრამპის იმპიჩმენტის დრო ფლინის აღიარების შემდეგ".

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა ჰარი ლიტმანმა New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თამამად განაცხადა, რომ ფლინის აღიარების შემდეგ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, ბრალდებას წაუყენებენ, რაც სავარაუდოდ იმპიჩმენტით დასრულდება.

იმისთვის რომ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდეს, საჭიროა წარმომადგენელთა პალატის უბრალო უმრავლესობა. თუ ხმის მიცემა ახლა განხორციელდება და თუნდაც ყველა დემოკრატმა მხარი დაუჭერა ტრამპის გადაყენებას, საჭირო იქნება იმპიჩმენტს მხარი 22-მა რესპუბლიკელმა დაუჭიროს.

თუ მომდევნო წლის შემოდგომაზე დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით შევლენ, ისინი რესპუბლიკელების ხმებისთვის გვერდის ავლას შეძლებენ. თუმცა, სენატში იმპიჩმენტისთვის ხმათა 2/3-ია საჭირო. იქ დემოკრატებს დასჭირდებათ, რომ ტრამპის გადაყენების იდეას სულ მცირე 15 რესპუბლიკელმა დაუჭიროს მხარი.

ექსპერტების თქმით, ახლა რესპუბლიკელების მსგავსი მასობრივი გადასვლა მოწინააღმდეგის მხარეს კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ვიდრე ეს ნახევარი წლის წინ იყო. უკანასკნელმა ნახევარმა წელმა აჩვენა, რომ რესპუბლიკელების ამომრჩევლები დონალდ ტრამპის მხარდამჭერებად დარჩებიან, მიუხედავად მისი ექსცენტრიული გადაწყვეტილებებისა და დასჯიან იმ რესპუბლიკელებს, რომლებიც დეზერტირობას დააპირებენ. თავად ტრამპმა უკვე დიდი ხანია დაიჭირა თავისი ელექტორატის ეს თავისებურება და ამას სათავისოდ შესანიშნავად იყენებს.

მისი რეიტინგიც სტაბილურობას ინარჩუნებს. როდესაც ამერიკის იუსტიციის საბჭომ სპეციალურ პროკურორად მიულერი დანიშნა, ტრამპის რეიტინგი 84%-ს შეადგენდა, ნოემბრის ბოლოს მისი რეიტინგი 81%-ი იყო, თეთრ სახლში გადმოსვლის შემდეგ კი მისი რეიტინგი 79%-ს არ ჩამოსცდენია.