ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს - მარტინ შულცი
ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის მარტინ შულცის განცხადებით, 2025 წლისთვის ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ევროპის ახალი კონსტიტუცია, ხოლო ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ კონსტიტუციას არ მიიღებს, ავტომატურად უნდა გაირიცხოს ევროკავშირიდან.
"ჩემი სურვილია ახალი საკონსტიტუციო ხელშეკრულების მიღება, რომელიც შექმნის ევროპის შეერთებულ შტატებს. ევროპა, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს თავისი წევრი ქვეყნებისთვის, არამედ დამატებით სარგებელს წარმოადგენს", - განაცხადა მარტინ შულცმა "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
"სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა ასევე ისაუბრა ევროპაში ნაციონალისტური ძალების გაძლიერებაზე.
"თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს, თუ ჩვენ არ გავაძლიერებთ ევროპას პრაქტიკული და კონკრეტული თვალსაზრისით, მაშინ პოპულისტური ძალები გაიმარჯვებენ", - დასძინა მან.
მკითხველის კომენტარები
(0)