27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
14.12.2017 / 07:12
შრიფტის ზომა:

"ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ" აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა

"ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ" აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.

ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, ასევე, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და აღმოსავლეთ იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად. ამის შესახებ Hurriyet იუწყება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა დაკარგა შუამავლის როლი ახლო აღმოსავლეთში. "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია" მოუწოდებს ვაშინგტონს, შეცვალოს იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ამერიკას დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში, "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ უარყოფითად იმოქმედებს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზე და უნდა გადაიხედოს.

"აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობისა და ამერიკის საელჩოს ამ ქალაქში გადატანის შესახებ, ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად იმოქმედებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამართლიან და ყოველმხრივ დარეგულირებაზე, ასევე შესაძლოა, ჰქონდეს საშიში შედეგები ახლო აღმოსავლეთისთვის. მიგვაჩნია, რომ ამერიკამ უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ალიევმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ" აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა | Allnews.Ge