მსოფლიო
21.12.2017 / 08:12
შრიფტის ზომა:

ტრამპი დაფინანსებას შეუწყვეტს იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ამერიკის წინააღმდეგ წავლენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

"ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გუშინ, გაერო-ში აშშ- ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც იერუსალიმის საკითხი განიხილება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"გაერო-ში ჩვენ ყოველთვის მოგვთხოვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი გავცეთ. როდესაც ამერიკელი ხალხის ნებით გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე, თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო, არ ველოდებით იმას, რომ ვისაც ვეხმარებით, მათი სამიზნე გავხდებით. ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენი არჩევანის გაკრიტიკება იგეგმება. აშშ ჩაინიშნავს მათ სახელებს", - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთისა და იემენის მიერ იყო ინიცირებული. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განკარგულება გასცა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, რასაც მუსლიმურ სამყაროში აღშფოთება მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტრამპი დაფინანსებას შეუწყვეტს იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ამერიკის წინააღმდეგ წავლენ | Allnews.Ge