01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაერო ტყუილების სახლია - ბენიამინ ნეთანიაჰუ | Allnews.Ge

გაერო ტყუილების სახლია - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერო "ტყუილების სახლია". ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასე გამოეხმაურა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს დღეს უყრიან.

"ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელისადმი დამოკიდებულება გაერო-ს კედლების გარეთ ბევრ ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე იცვლება.

"ეს ცვლილებები საბოლოოდ გაერო-ს, ამ ტყუილების სახლის შენობის კედლებშიც შეაღწევს", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი დარჩება მიუხედავად იმისა, აღიარებს ამას გაერო თუ არა.