ფილიპინებში წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
ფილიპინებში, წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სინჰუა" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული მონაცემებით საუბარი იყო 45 დაღუპულზე.
წყალდიდობა და მეწყერი მძლავრმა შტორმმა გამოიწვია. სტიქია საერთო ჯამში 270 ათასს ადამიანს შეეხო. ქვეყნის ტერიტორიაზე 608 საევაკუაციო ცენტრი გაიხსნა.
მკითხველის კომენტარები
(0)