
ტაივანის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟმა საკუთარ დედას 1 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს იმისთვის, რომ მშობელმა ის თავის დროზე აღზარდა და სათანადო განათლება მისცა.
როგორც ირკვევა, 1997 წელს დედამ საკუთარ შვილთან, რომელიც მაშინ 20 წლის იყო, კონტრაქტი გააფორმა, სადაც ეწერა, რომ ის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, საკუთარი ხელფასის 60%-ს დედას გადაუხდიდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი შვილმა შეთანხმება დაარღვია და დედისთვის თანხის გადახდა შეწყვიტა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიმართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სასამართლო სხდომაზე ვაჟმა განაცხადა, რომ მორალური თვალსაზრისით არ არის სწორი შვილს ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვო იმის გამო, რომ აღზარდე, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ კონტრაქტს იურიდიული ძალა ჰქონდა და მას დედისთვის პროცენტებით დარიცხული თანხის გადახდა დააკისრა.
თავის მხრივ დედამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მან შვილები მარტომ გაზარდა და მათ განათლებაზე დახარჯა ასობით ათასი დოლარი. როგორც მან სასამართლოზე განმარტა, გარკვეულ ეტაპზე დაეჭვდა, რომ შვილები მასზე მოხუცებულობისას არ იზრუნებდნენ და სწორედ ამ დროს ორივესთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ისინი დედას მათი ხელფასის ნაწილს გადაუხდიდნენ, რაც ჯამში 1,7 მილიონი დოლარი იქნებოდა. იხილეთ გაგრძელება
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტაივანის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟმა საკუთარ დედას 1 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს იმისთვის, რომ მშობელმა ის თავის დროზე აღზარდა და სათანადო განათლება მისცა.
როგორც ირკვევა, 1997 წელს დედამ საკუთარ შვილთან, რომელიც მაშინ 20 წლის იყო, კონტრაქტი გააფორმა, სადაც ეწერა, რომ ის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, საკუთარი ხელფასის 60%-ს დედას გადაუხდიდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი შვილმა შეთანხმება დაარღვია და დედისთვის თანხის გადახდა შეწყვიტა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიმართა.
სასამართლო სხდომაზე ვაჟმა განაცხადა, რომ მორალური თვალსაზრისით არ არის სწორი შვილს ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვო იმის გამო, რომ აღზარდე, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ კონტრაქტს იურიდიული ძალა ჰქონდა და მას დედისთვის პროცენტებით დარიცხული თანხის გადახდა დააკისრა.
თავის მხრივ დედამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მან შვილები მარტომ გაზარდა და მათ განათლებაზე დახარჯა ასობით ათასი დოლარი. როგორც მან სასამართლოზე განმარტა, გარკვეულ ეტაპზე დაეჭვდა, რომ შვილები მასზე მოხუცებულობისას არ იზრუნებდნენ და სწორედ ამ დროს ორივესთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ისინი დედას მათი ხელფასის ნაწილს გადაუხდიდნენ, რაც ჯამში 1,7 მილიონი დოლარი იქნებოდა. იხილეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(0)