თითქმის შვიდწლიანი კონფლიქტის შემდეგ სირიაში ვითარება თანდათან ჩაწყნარდა.
შეტაკებები და სისხლისღვრა, რომელმაც ერთ დღეს მთლიანი არაბული სამყარო მოიცვა, რამდენიმე რეგიონის შემთხვევაში განსაკუთრებით გაიწელა, რის გამოც ისმის ლეგიტიმური კითხვა შეძლებს თუ არა სირია გარკვეული სტაბილურობის მოპოვებას 2018 წელს მაინც.
იმის გამო, რომ რეგიონში ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ თანაც არა მხოლოდ სირია და ერაყი, არამედ მთელი მსოფლიო წააწყდა იმ ძალას, რასაც ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ჰქვია, ბაშარ ალ ასადმა და მისმა მოხმრე რუსეთმა და ირანმა ადვილად მოახერხეს შეიარაღებულ ოპოზიციასთან ბრძოლა, რომელსაც ასადის რეჟიმის დამხობა სურდა, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლით შეეცვალა და თავად ოპოზიციური ძალების ყურადღებაც სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიემართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასადის რეჟიმი და მისი მომხრეები ტერორისტების პარალელურად, შეიარაღებულ ოპოზიციასთან ბრძოლას არასდროს წყვეტდნენ და ერთმანეთის მიყოლებით შეძლეს ამბოხებულების კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოხსნა.
მიუხედავად იმისა რომ სირიაში შეიარაღებული დაპირისპირების ინტენსივობამ მნიშვნელოვნად იკლო და სავარაუდოდ აღნიშნული ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდება, პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოსავალს ვერც ამ წელს მიაგნებენ.
პოლიტიკური გამოსავლის არ არსებობა კი ანალიტიკოსების თქმით, ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებას გულისხმობს.
"როგორც ჩანს სირიის ხელისუფლება ნელა, მტკივნეულად და არასრულყოფილად თუმცა გარკვეულწილად მაინც იმარჯვებს. თუმცა დამასკოს კონტროლს მიღმა ჯერ კიდევ დიდი ტერიტორია რჩება, ამის გამო ძალადობა ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იქნება"- განაცხადა თჰე ჩენტურყ Foundation-ის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელემა არონ ლუნდმა.
სად მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება და რატომ?
2017 წლის მაისში რუსეთი, ირანი და თურქეთი - რომელიც სირიაში შეიარაღებულ ოპოზიციას უჭერდა მხარს დეესკალაციის ზონის შექმნის გეგმაზე შეთანხმდნენ. გეგმა მიზნად ისახავდა შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას და კონკრეტულ არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ნახევარი მილიონი სირიელი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა
დეესკალაციის ზონა მოიცავდა იდლიბის პროვინციას, აღმოსავლეთ გუტას, ჩრდილოეთ ჰომსის პროვინციას და ქვეყნის სამხრეთ ნაწილს.
თუმცა აღნიშნულ შეთანხმებას სირიის ხელისუფლება არ დაეთანხმა და ამბოხებულებზე თავდასხმა ყველა მიმართულებით განაგრძო, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, რომელიც დეესკალაციის ზონაში შედიოდა.
ყველაზე მწვავე დაპირისპირება ამ დროისთვის სამ ძირითად არეალში კონცენტრირებული:
• აღმოსავლეთ გუტაში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.
• იდლიბი-ჰამას რეგიონში სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
• ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონში ევფრატის გასწვრივ, სადაც ტერორისტული დაჯგუფების ჯერ კიდევ შემორჩენილი მებრძოლები მოქმედებენ.
თუმცა, ამ სამი არეალიდან სირიის ხელისუფლების სამიზნე ყველაზე ხშირად აღმოსავლეთი გუტა ხდება იმის გამო, რომ დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს მდებარეობს.
გუტას შემდეგ ყველაზე ინტენსიური შეტაკებები იდლიბი-ჰამას რეგიონში მიმდინარეობს, რადგან აღნიშნული ტერიტორია იმის გამო რომ სანაპირო ზოლის სიახლოვეს ომეიმის ბაზასთან არც თუ ისე შორს მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც სირიის ხელისუფლებისთვის ასევე რუსეთისთვის, თუმცა უნდა ითქვას რომ ადგილას საკუთარი ბაზის განთავსება თურქეთსაც სურს.
არის თუ არა პოლიტიკური გამოსავლის პოვნა გარდაუვალი?
საერთაშორისო დონეზე სირიის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე დიპლომატები ორ სხვადასხვა ფორმატში მუშაობენ. პირველი ფორმატი გაეროს მიერ დაფინანსებული მოლაპარაკებებია, რომლებიც ჟენევაში 2012 წლიდან იმართება. მოლაპარაკებების ძირითადი მიზანი სირიის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება იყო, თუმცა აღნიშნული მიზნის განხორციელებამ კრახი განიცადა.
ხელისუფლების ცვლილების საკითხში ქვაკუთხედი ბაშარ ალ ასადის ბედი იყო. იმ დროს როდესაც ხელისუფლება გამუდმებით უარს ამბობდა ნებისმიერი გეგმის განხილვაზე, რომელიც ასადის გადადგომას გულისხმობდა, შეიარაღებული ოპოზიცია ცხადად ამბობდა რომ მშვიდობის დამკვიდრების ერთადერთი გზა ასადის რეჟიმის ცვლილებაა. ასადის ბედზე ვერც საერთაშორისს დონეზე შეთანხმდნენ და მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ობამას ადმინისტრაციის პირობებში ასადის რეჟიმის დასასრულს ემხრობოდა, რუსეთი ამ გადაწყვეტილების კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო.
რეგიონში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა 2015 წელს სირიაში რუსეთის ინტერვენციამ და გამუდმებულმა საჰაერო თავდასხმებმა.
2016 წლის დეკემბერში გაერთიანებული რუსეთისა და ირანის გაერთიანებული ძალებით ამბოხებულთა კონტროლიდან ალეპოს გამოხსნის შემდეგ რუსეთის ინიციატივით მოლაპარაკებების ახალი ფორმატი ამჯერად ყაზახეთში ასტანაში 2017 წელს შეიქმნა.
ასტანის ფორმატმა დაპირისპირებულ მხარეებს თავი მოლაპარაკების მაგიდასთან მოუყარა. მოლაპარაკების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიღწევა იყო. თუმცა ამანაც არ გაამართლა. რუსეთმა ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯა და ამჯერად დაპირისპირებულ მხარეებს თავი ქალაქ სოჭში მოუყარა. თუმცა შეძლებს თუ არა დაპირისპირებულებს შორის ოქროს შუალედის პოვნას ჯერჯერობით უცნობია.
იმ დროს როდესაც სირიის ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებით გარკვეულ უპირატესობას მიაღწია, სირიის ოპოზიცია თავის პოზიციის დაფიქსირებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გეგმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას არ ითვალისწინებს წარუმატებლად დასრულდება.
მომზადებულია "ალჯაზირას" მიხედვით
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)