დუბაიში ახალ ცათამბჯენს აშენებენ, რომელიც სიმაღლეში ყველა შენობას გაუსწრებს | Allnews.Ge

დუბაიში ახალ ცათამბჯენს აშენებენ, რომელიც სიმაღლეში ყველა შენობას გაუსწრებს

დუბაი უკვე არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამჯენის ბურჯ-ხალიფას სამშობლო, რომლის სიმაღლე 828 მეტრია. თუმცა, ამჯერად, არქიტექტორები მუშაობენ პროექტზე, რომელიც სიმაღლით ბურჯ-ხალიფასაც გაადაჭარბებს და მსოფლიოს ახალი უმაღლესი ცათამბჯენი გახდება. დეველოპერები ისეთი მასშტაბების სახლის აშენებას გეგმავენ, რომელშიც 400 000-ზე მეტი ადამიანის განსახლებას შეძლებენ.

თუმცა იმ პირობებში, როდესაც დუბაიში უძრავი ქონების ფასი პერმანენტულად იკლებს, ცნობილი არ არის, იქნება თუ არა Creek Harbour-ის მშენებლობა კომერციულად მომგებიანი პროექტი.

"ყველაზე დიდი პლუსი დუბაის შემთხვევაში ის არის, რომ ქალაქი მთლიან არაბულ სამყაროს ემსახურება რაც, დაახლოებით, 300 მილიონ ადამიანს გულისხმობს. თუმცა, აქ კიდევ გასათვალისწინებელია აფრიკისა და ინდოეთის მოსახლეობა, რაც ჯამში ასევე 200 ან 300 მილიონს შეადგენს. ასე რომ, ჩვენი სამიზნე აუდიტორია დაახლოებით ნახევარ მილიარდს შეადგენს",- განმარტა დეველოპერული კომპანია Emaar Properties-ის თავმჯდომარემ მოჰამედ ალაბარმა.

"ააშენე და ისინი მოვლენ" - ასეთია დუბაის ოფიციალური პირების პოზიცია.

ახალი ცათამბჯენის მშენებლობა ამბიციური პროექტია - ეს იქნება შენობა ქალაქი, რომელმაც 470 ათასი ადამინი უნდა დაიტიოს.

დეველოპერულმა კომპნია Emaar-მა ცათამბჯენის მშენებლობა უკვე დაიწყო. აღნიშნული პროექტი დუბაის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის, მსოფლიოს კი მის ძალასა და თავდაჯერებულობას აჩვენებს.