
სამხრეთ კორეა კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ვირტუალური ვალუტა ქვეყნის ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის. მიმდინარე კვირას სეულში კრიპტოვალუტის გაცვლის რამდენიმე ჯიხურში სამართალდამცველებმა რეიდი მოაწყვეს. სამართალდამცავი უწყებები ეჭვობდნენ, რომ აღნიშნული დაწესებულებები გადასახადის გადახდას თავს არიდებდნენ.
ხუთშაბათს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ღირებულება 10%-ით შემცირდა, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად უკავშირდება ეს სამხრეთ კორეაში მიმდინარე პროცესებს.
ბითკოინის შემდეგ რიპლი - რა უნდა ვიცოდეთ მასზე
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კრიპტოვალუტის, მათ შორის, ბიტკოინის ღირებულება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საზოგადოებაში დიდი მოთხოვნა გამოიწვია. ამან კითხვის ნიშნები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გახდნენ ადამიანები დამოკიდებულები აღნიშნულ პროცესზე ისევე, როგორც კომპიუტერულ თამაშზე.
"არსებობს გარკვეული საფრთხეები ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ბირჟაზე კრიპტოვალუტით ვაჭრობას აკრძალავს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარკ სან კიმ.
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომები უმსხვილეს ჯიხურებში რეიდების მოწყობასაც ითვალისწინებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამხრეთ კორეა კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ვირტუალური ვალუტა ქვეყნის ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის. მიმდინარე კვირას სეულში კრიპტოვალუტის გაცვლის რამდენიმე ჯიხურში სამართალდამცველებმა რეიდი მოაწყვეს. სამართალდამცავი უწყებები ეჭვობდნენ, რომ აღნიშნული დაწესებულებები გადასახადის გადახდას თავს არიდებდნენ.
ხუთშაბათს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ღირებულება 10%-ით შემცირდა, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად უკავშირდება ეს სამხრეთ კორეაში მიმდინარე პროცესებს.
ბითკოინის შემდეგ რიპლი - რა უნდა ვიცოდეთ მასზე
კრიპტოვალუტის, მათ შორის, ბიტკოინის ღირებულება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საზოგადოებაში დიდი მოთხოვნა გამოიწვია. ამან კითხვის ნიშნები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გახდნენ ადამიანები დამოკიდებულები აღნიშნულ პროცესზე ისევე, როგორც კომპიუტერულ თამაშზე.
"არსებობს გარკვეული საფრთხეები ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ბირჟაზე კრიპტოვალუტით ვაჭრობას აკრძალავს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარკ სან კიმ.
სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომები უმსხვილეს ჯიხურებში რეიდების მოწყობასაც ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარები
(0)