
ეკვადორმა Wikileaks-ის დამაარსებელ ჯულიან ასანჟს მოქალაქეობა მიანიჭა. ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს.
ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია ფერნანდას ესპინოსას განმარტებით, ასანჟის თხოვნა ნატურალიზაციის შესახებ 2017 წლის 12 დეკემბერს დაკმაყოფილდა.
ამასთანავე ესპინოსამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკვადორი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით ასანჟის სტატუსთან დაკავშირებით ალტერნატივის ძიებას განაგრძობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
10 იანვარს გაერთიანული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეკვადორის ხელისუფლებამ ჯულიან ასანჟისთვის დიპლომატიური სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა ლონდონმა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
"ეკვადორმა იცის, რომ ეს პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება თუ ჯულიან ასანჟი დატოვებს საელჩოს შენობას და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება"- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
დიპლომატიური იმუნიტეტის მიღება ჯულიან ასანჟს ხელშეუხებლობის მიღებაში, საელჩოსა და შემდგომში ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას მისცემდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკვადორმა Wikileaks-ის დამაარსებელ ჯულიან ასანჟს მოქალაქეობა მიანიჭა. ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს.
ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია ფერნანდას ესპინოსას განმარტებით, ასანჟის თხოვნა ნატურალიზაციის შესახებ 2017 წლის 12 დეკემბერს დაკმაყოფილდა.
ამასთანავე ესპინოსამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკვადორი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით ასანჟის სტატუსთან დაკავშირებით ალტერნატივის ძიებას განაგრძობს.
10 იანვარს გაერთიანული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეკვადორის ხელისუფლებამ ჯულიან ასანჟისთვის დიპლომატიური სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა ლონდონმა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
"ეკვადორმა იცის, რომ ეს პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება თუ ჯულიან ასანჟი დატოვებს საელჩოს შენობას და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება"- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
დიპლომატიური იმუნიტეტის მიღება ჯულიან ასანჟს ხელშეუხებლობის მიღებაში, საელჩოსა და შემდგომში ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას მისცემდა.
მკითხველის კომენტარები
(0)