ციხე - ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს იხდიან. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სასჯელაღსრულების ისეთი დაწესებულებები, რომელიც პატიმრების კომფორტზეა მორგებული, თუმცა, ასეთი ძალიან ცოტაა. ასევე არსებობს ისეთი ციხეებიც, რომელში მოხვედრაც ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლფასია.
გაგაცნობთ მსოფლიოში ცნობილ სასტიკ ციხეებს:
ბანაკი 22 - ჩრდილოეთ კორეა
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეს ბანაკი 1965 წლიდან არსებობს და ერთადერთი ადგილია, სადაც პოლიტპატიმრებს ათავსებენ. ბანაკში დაახლოებით 50 000 პატიმარია. ამ ციხეში დისიდენტების სამი თაობა იხდიდა სასჯელს, ასევე აქ სამუდამო პატიმრობამისჯილები სხედან. ბანაკში ადამიანების უკიდურესად სასტიკი წამება ხორციელდება. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სიკვდილმისჯილ პატიმრებზე სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური იარაღის გამოცდა ხდება.
ბანგ კვანგის ციხე ტაილანდში - სხვანაირად ამ ციხეს "ბანგკოკ-ჰილტონსაც" უწოდებენ
ეს ციხე ტაილანდის ყველაზე სასტიკი ციხეა, სადაც იქ მოხვედრის პირველივე თვეებიდან უამრავი პატიმარი შესაძლოა ჭკუიდან შეიშლოს. ციხეში მოთავსებულია ბევრი უცხოელი და სამუდამო პატიმრობამისჯილი პატიმრები. გარდა ამისა, ციხე ცნობილია თავისი გადატვირთულობით.
რას ყვებიან ყოფილი პატიმრები ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებზე"
საბანეტას ციხე ვენესუელაში
კიდევ ერთი ციხე, სადაც სისასტიკე ჩვეულებრივი ამბავია. პატიმრები სხვადასხვა დაავადებითაც იტანჯებიან, რომლითაც საბოლოოდ სხვა პატიმრებიც ავადდებიან. ამის მიზეზია ის, რომ ამ ციხეში პატიმრებს არანაირ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, ნორმალურ კვებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ხოლო ყოველდღიური მკვლელობები ჩვეულებრივი ამბავია.
დიარბაკირის ციხე თურქეთში
სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებას მარტო სასტიკს კი არა, მსოფლიოში ყველაზე სადისტურსაც უწოდებენ. აქ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. არსებობს ცნობები, რომ პერსონალი მსჯავრდებულებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, გარდა ამისა, პატიმრებს სისტემატიურად აუპატიურებენ. ამის შედეგად, ბევრი პატიმარი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. აქ სასტიკ დამნაშავეებთან ერთად არასრულწლოვანი პატიმრებიც იხდიან სასჯელს.
გიტარამას ცენტრალური ციხე - რუანდა
რთულია ამ ადგილს ციხე უწოდო. საკნები - ეს ფაქტობრივად ორმოებია, დაახლოებით 1 კვადრატული მეტრის ფართობის. თავდაპირველად, ეს ციხე 400 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, 400 კაცის ნაცვლად დაახლოებით 7 000 ადამიანი იხდის ხოლმე სასჯელს. ადამიანები ამ ვიწრო საკნებში სხვადასხვა მიზეზით იხოცებიან, საკნებს არ აქვს სახურავი და პატიმრებს წვიმასა თუ სიცხეში ღია ცის ქვეშ უწევთ ყოფნა. ამასთან, პატიმრები გადასარჩენად ხშირად ერთმანეთსაც ჭამენ.
ლა-სანტას ციხე - საფრანგეთი
განვითარებულ ქვეყნებში ეს ციხე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხეა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც "ჯანმრთელობა", აქ ჯანმრთელობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მსჯავრდებულებს ვიწრო საკნებში ვირთხებთან ერთად ცხოვრება უწევს. გაუსაძლისი ყოფის გამო ყოველ წელს ათობით ადამიანი იკლავს თავს.
შავი სანაპიროს ციხე - ეკვატორული გვინეა
ციხე, რომელიც ასევე წამებითა და სისასტიკით არის ცნობილი. პატიმრებს ვირთხებთან ერთად ცხოვრება უწევთ და მუდმივად იღუპებიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისგან.
კამიტის ციხე კენიაში
ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ციხე. აქ სისტემატიურად სცემენ პატიმრებს სიკვდილამდე, აუპატიურებენ. გარდა ამისა, პატიმრები თითქმის მშივრები არიან და ხშირად ემართებათ წყლული და ქოლერა.
ვლადიმირის ცენტრალური ციხე - რუსეთი
ეს ციხე ძალიან ძველია, 1783 წლიდან არსებობს და საბჭოთა კავშირის პერიოდში პოლიტპატიმრებს ათავსებდნენ. დღეს ეს ციხე ცნობილია მსჯავრდებულების მიმართ სასტიკი მოპყრობითა და ციხის კედლებს შიგნით არსებული სხვადასხვა დაავადებებით.
ვითარება რუსეთის ციხეებში - რითი ჰგავს რუსული საპატიმროები გულაგებს
ციხე რეიკერსის კუნძულზე - აშშ
ეს ციხე ერთ-ერთი ცნობილია, არა მარტო ციხის პერსონალისგან მსჯავრდებულების მიმართ არადამიანური მოპყრობით, არამედ თვითონ მსჯავრდებულებს შორის სისტემატიური არეულობითა და ჩხუბით, ცივი იარაღის გამოყენებით. ერთ-ერთი ფაქტი 2007 წელს მოხდა: ერთმა 18 წლის მოზარდმა სიკვდილამდე სცემა მეორე მოზარდი და ეს ყველაფერი ზედამხედველების თვალწინ ხდებოდა. სისასტიკის, ფიზიკური და მორალური დამცირების გამო, უამრავი პატიმარი აქაც თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)