საინტერესო
04.10.2016 / 08:10
შრიფტის ზომა:

რა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლების ინტენსიურმა მიღებამ

რა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლების ინტენსიურმა მიღებამ

ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლების ინტენსიური მიღება გულის უკმარისობას იწვევს- აღნიშნულ დასკვნამდე The British Medical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები მივიდნენ.

საფრთხეს, ძირითადად, არასტეროიდული ანთების საწინააღმეგო პრეპარატები იწვევს - გამაყუჩებლები, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახშია.

აღნიშნულ კატეგორიას ისეთი პოპულარული ტკივილგამაყუჩებლები მიეკუთვნება, როგორიც იბუპროფენი, ნაპროქსენი და დიკლოფენაკია. ჩამოთვლილი პრეპარატები, ხშირად, სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით იყიდება, მაგალითად, ნუროფენი ვოლტარენი და სხვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კვლევაში, რომელიც მილანის უნივერსიტეტში ჩატარდა, 10 მილიონი ადამიანის მონაცემებია გაანალიზებული, რომლებიც აღნიშნულ პრეპარატებს ინტენსიურად იღებდნენ.

კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 77 წელი იყო. მათ შორის გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, იტალიისა და გერმანიის მოქალაქეები იყვნენ. მკვლევარებმა მათი მონაცემები იმ ადამიანების მონაცემებს შეადარეს, რომლებიც მსგავსი დასახელების ტკივილგამაყუჩებლებს არ იყენებდნენ ან იშვიათად იყენებდნენ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის პრეპარატების მიღების შემთხვევაში გულის უკმარისობის შანსი 19 %-ით იზდება.

გულის დაავადებებთან ბრძოლის ბრიტანული ფონდის ექსპერტები პაციენტებს არასტეროიდული ანთების საწინააღმეგო პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავებას სთხოვენ და მათი გამოყენების შემთხვევაში ხანგრძლივი ინტერვალის დაცვისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით იმ დროს თუ მათ უკვე აწუხებთ გულთან დაკავშირებული პრობლემები.

მკითხველის კომენტარები
(13)

მმმ
30 ივლისი , 2018 09:07

1-ველი; 1-ელი; 1-ლი; 1-ი არ იწერებააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!

ნიტა
26 ივლისი , 2018 05:07

ახალი მარჯვენა ასჭიანია საფრთხის შემცველი და დაშლილი ოპელები, შავი კვამლი რომ გასდით, გზადაგზა ნაწილები სძვრებათ და სალონი საშინლად ჭუჭყიანია, მაგრამ მარცხენა საჭიანია - უსაფრთხო?? ყოველთვის ვცდილობდი მარჯვენა საჭიანი ტაქსი გამეჩერებინა, რადგან უფრო სუფთაა ხოლმე, გამართული და ეკონომიურიც.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყაზახეთში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ყაზახეთში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში, სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო "ყაზინფორმი" იუწყება.

"წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 52 ადამიანი, 5-მა კი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ავტობუსს ცეცხლი სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე, ქალაქ აქტობედან 320 კილომეტრში გაუჩნდა", - წერს სააგენტო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ექიმები, შექმნილია ოპერატიული შტაბი.