ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს მისიის თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ავღანური სააგენტო Khaama Press იუწყება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთი პირი გაიტაცეს და ერთი მოკლეს. ქაბულის პოლიციაში დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა გაერო-ს მისიის თანამშრომლებზე თავდასხმას.
პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები მოგვიანებით იქნება გავრცელებული.
აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
მკითხველის კომენტარები
(0)