
გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, საქართველოში ის შვებულებაში ყოფნის დროს, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
"2018 წლის 9 იანვრიდან მე ოფიციალურ შვებულებაში ვიმყოფები, საქართველოში კი ტურისტული მიზნით ჩავედი. მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ", - განაცხადა ხუჩიევმა.
გროზნოს მერი "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო, თუმცა მას საქართველოში ყოფნის მიზეზებზე არ უსაუბრია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუსლიმ ხუჩიევს შეხვედრები თბილისსა და ბათუმში ჰქონდა, თუმცა ვის შეხვდა და რა თემაზე ესაუბრა, უცნობია.