
მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები გააკრიტიკა, როგორებიც Facebook და Google-ია და აღნიშნა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ჯორჯ სოროსამა აღნიშნული განცხადება დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და ამასთანავე აღნიშნა, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ინოვაციებს აფერხებენ.
სოროსმა შეშფოთება გამოთქვა, სოციალური მედიის პლატფორმების უნარზე, ჩამოაყალიბონ ადამიანის შეხედულებები და ინტერესთა სფეროები.
მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმებს შორსმიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება, რაც უკვე გამოვლინდა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც, თეთრი სახლის ლიდერად დონალდ ტრამპი აირჩიეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ძალაუფლება, რომ ადამიანის ყურადღება სასურველი მიმართულებით მიაქციოს და მისი შეხედულებები ჩამოაყალიბოს, რამდენიმე კომპანიის ხელშია მოქცეულია",- აღნიშნა სოროსმა, ამასთანავე განმარტა, რომ მსგავსი პლატფორმების დღეები დათვლილია, რადგან საგადასახადო პოლიტიკა და რეგულაციები მათ ბოლოს მოუღებს.
Facebook-მა სოროსის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ჯორჯ სოროსის ყურადღების მიღმა არც თეთრი სახლი და მისი ლიდერი დარჩენია. მილიარდერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მთელი მსოფლიოსთვის საფრთხისშემცველია, ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი 2020 წლისთვის ან უფრო ადრეც წავა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები გააკრიტიკა, როგორებიც Facebook და Google-ია და აღნიშნა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ჯორჯ სოროსამა აღნიშნული განცხადება დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და ამასთანავე აღნიშნა, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ინოვაციებს აფერხებენ.
სოროსმა შეშფოთება გამოთქვა, სოციალური მედიის პლატფორმების უნარზე, ჩამოაყალიბონ ადამიანის შეხედულებები და ინტერესთა სფეროები.
მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმებს შორსმიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება, რაც უკვე გამოვლინდა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც, თეთრი სახლის ლიდერად დონალდ ტრამპი აირჩიეს.
"ძალაუფლება, რომ ადამიანის ყურადღება სასურველი მიმართულებით მიაქციოს და მისი შეხედულებები ჩამოაყალიბოს, რამდენიმე კომპანიის ხელშია მოქცეულია",- აღნიშნა სოროსმა, ამასთანავე განმარტა, რომ მსგავსი პლატფორმების დღეები დათვლილია, რადგან საგადასახადო პოლიტიკა და რეგულაციები მათ ბოლოს მოუღებს.
Facebook-მა სოროსის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ჯორჯ სოროსის ყურადღების მიღმა არც თეთრი სახლი და მისი ლიდერი დარჩენია. მილიარდერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მთელი მსოფლიოსთვის საფრთხისშემცველია, ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი 2020 წლისთვის ან უფრო ადრეც წავა.
მკითხველის კომენტარები
(0)