26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
27.01.2018 / 10:01
შრიფტის ზომა:

ამერიკამ რუსეთს სანქციები გაუფართოვა

ამერიკამ რუსეთს სანქციები გაუფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. გაფართოებულ სიაში შეყვანილია 21 ფიზიკური პირი და 21 რუსული ორგანიზაცია. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

კომპანიებს შორის, რომლებსაც სანქციები შეეხო, არიან ის კომპანიები, რომლების წინააღმდეგაც სასამართლო განხილვები ჰქონდა კორპორაცია "სიმენსს" ყირიმში ტურბინების შეტანის გამო.

ფიზიკური პირები, ვისაც შეზღუდვა დაუწესდა, არიან რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი, ელექტროენერგეტიკის კონტროლისა და ოპერატიული მართვის დეპარტამენტის დირექტორი ევგენი გრაბჩაკი, "ტეხნოპრომექსპორტის" ხელმძღვანელი სერგეი ტაპორ-გილკა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში საუბარია სანქციების გაფართოებაზე, რომელიც ამერიკამ რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის და დონბასში საომარი ქმედებებისთვის დაუწესა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, 29 იანვარს თეთრმა სახლმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტის შესრულებასთან დაკავშირებით.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამერიკამ რუსეთს სანქციები გაუფართოვა | Allnews.Ge