
საფრანგეთი საკანონმდებლო ცვლილების განხორიელებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც სუპერმარკეტებს ფასდაკლებაზე ლიმიტს დაუწესებს. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარეტების ქსელის Intermarche-ის მიერ ნუტელაზე 70%-იანი ფასდაკლების დაწესება გახდა, რამაც მაღაზიებში მისულ დიდი რაოდენობის მყიდველებს შორის დაპირისპირება და ქაოსი გამოიწვია.
მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სუპერმარკეტების ქსელ Intermarche-ს დირექტორს შეხვდა და ეცადა დაერწმუნებინა, რომ მსგავსი სახის ფასდაკლებები აღარ გაეკეთებინა.
შეთანხმების მიუხედავად, სუპერმარკეტმა მორიგი სამდღიანი ფასდაკლება დააწესა 950-გრამიან ნუტელაზე, რომლის ფასმაც 4.50 ევროდან 1.41 ევრომდე დაიკლო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღნიშნულ ფაქტს "ფერეროც" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ სუპერმარკეტების ქსელის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ მომხმარებელების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მომხდარი ფაქტის გამო Intermarche-მა ბოდიში მოიხადა, თუმცა, ყავასა და პამპერსზე ფასდაკლება მაინც დააწესა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების გზით წარმატებას ვერ მიაღწია, ახალი კანონპროექტის მიღება გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც, სუპერმარკეტებს საკვებ პროდუქტებზე 34%-ზე მეტი ფასდაკლების დაწესების უფლება არ ექნებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საფრანგეთი საკანონმდებლო ცვლილების განხორიელებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც სუპერმარკეტებს ფასდაკლებაზე ლიმიტს დაუწესებს. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარეტების ქსელის Intermarche-ის მიერ ნუტელაზე 70%-იანი ფასდაკლების დაწესება გახდა, რამაც მაღაზიებში მისულ დიდი რაოდენობის მყიდველებს შორის დაპირისპირება და ქაოსი გამოიწვია.
მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სუპერმარკეტების ქსელ Intermarche-ს დირექტორს შეხვდა და ეცადა დაერწმუნებინა, რომ მსგავსი სახის ფასდაკლებები აღარ გაეკეთებინა.
შეთანხმების მიუხედავად, სუპერმარკეტმა მორიგი სამდღიანი ფასდაკლება დააწესა 950-გრამიან ნუტელაზე, რომლის ფასმაც 4.50 ევროდან 1.41 ევრომდე დაიკლო.
აღნიშნულ ფაქტს "ფერეროც" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ სუპერმარკეტების ქსელის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ მომხმარებელების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მომხდარი ფაქტის გამო Intermarche-მა ბოდიში მოიხადა, თუმცა, ყავასა და პამპერსზე ფასდაკლება მაინც დააწესა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების გზით წარმატებას ვერ მიაღწია, ახალი კანონპროექტის მიღება გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც, სუპერმარკეტებს საკვებ პროდუქტებზე 34%-ზე მეტი ფასდაკლების დაწესების უფლება არ ექნებათ.
მკითხველის კომენტარები
(2)
რა მოვლენას ვაკვირდებით? ან:1. ხელისუფლებას ჯერ არ აქვს მიღებული ანტიდემპინგის კანონი. 2.ხელისუფლება ზღუდავს ე.წ. თავისუფალ კონკურენციას. 3.მანამდე არსებული ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ 70% შემცირებაც კი 7-10% წმინდა მოგების საშუალებას იძლევა!!
ესეც შენი ევრო დემოკრატია!