ბრიტანეთს მწვანილის დეფიციტი ელის
დიდ ბრიტანეთში მწვანილები, ძირითადად, ესპანეთის სამხრეთიდან შეაქვთ, ამ რეგიონში კი ბოლო დროს მოულოდნელად აცივდა, რამაც მოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მწვანილის დეფიციტმა ფასები 50%-ით გაზარდა. იმპორტიორები ცდილობენ, სხვა ბაზრებიც მოიძიონ, თუმცა ექსპერტების თქმით, დიდ ბრიტანეთს მწვანილის დეფიციტი მაინც ემუქრება.
მოსახლეობამ უკვე დაიწყო მწვანილის მარაგის შევსება. დეფიციტს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ესპანეთის სამხრეთში ზაფხულში ძლიერი სიცხეების გამო მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა.