
ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, 150 კი დაკარგულად ითვლება.
მუშაობა გრძელდება დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოსაყვანად.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად და ნაწილობრივ დანგრეული, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები გაჩნდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე ასეული სამხედრო ჰყავს ჩართული.
ბოლო სამი დღის მანძილზე ტაივანში დაახლოებით 100 მიწისძვრა მოხდა. ექსპერტების აზრით, მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება.