
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 8 კანდიდატი მიიღებს. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ამ ადამიანებმა რეგისტრაციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება შეძლეს. Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით მაქსიმალურად მოკლედ მოგიყვებათ იმ კანდიდატების შესახებ, რომელთა სახელები 2018 წლის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ბიულეტენში შეხვდება.
სერგეი ბაბურინი "რუსეთის სახალხო კავშირის" საპრეზიდენტო კანდიდატია. ის 90-იანი წლების პოპულარული პოლიტიკოსია, თუმცა დღეს აქტივობით ნაკლებად გამოირჩევა. 90-ინი წლების ბოლოს დუმის ვიცე-სპიკერიც კი იყო. საკანონმდებლო ორგანოში მისი მუშაობა 10 წლის წინ დასრულდა და მას შემდეგ ვერცერთი არჩევითი თანამდებობის დაკავება ვერ შეძლო. ბაბურინი წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.
პაველ გრუდინინი საპრეზიდენტო კანდიდატად რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ მოულოდნელად წარადგინა. ის ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორია, უყვარს სტალინი, მარწყვი და ატარებს ულვაშს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური პარტიისა და მისი ტანდემი უკანასკნელ პეროდში შედგა, რადგან ჯერ კიდევ 2010 წლამდე პაველ გრუდინინი "ედინაია რასიას" წევრი იყო. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილება არც მას მიუღია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ვლადიმერ ჟირინოვსკის თავისი ექსცენტრული ხასიათის წყალობით საქართველოშიც ბევრი იცნობს. ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკვე მეექვსედ იღებს, 2004 წელს საკუთარი თავის ადგილას დაცვის წევრიც კი წარადგინა. ჟირინოვსკი საპრეზიდენტო კანდიდატად რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა. მას მეორე ადგილიც არასდროს დაუკავებია, თუმცა, მარცხის მიუხედავად, თითქმის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. 26-28 იანვრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ჟირინოვსკისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 5,9% აპირებს.
გასული არჩევნების შედეგები კი ასეთი იყო მისთვის:
1996: 5,7%
2000: 2,7%
2008: 9,35%
2012: 9,35%
ვლადიმერ პუტინი ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი უკვე მესამე ვადით არის და კენჭს მეოთხედ იყრის. "ბიბისი" ვარაუდობს, რომ პუტინი მისთვის ჩვეულ პოზიციას კიდევ ერთხელ დაიკავებს, რადგან სოციალური გამოკითხვები მას 70%-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებენ. არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა პუტინმა თავად წამოაყენა.
გასული არჩევნების შედეგები:
2000: 53%
2004: 71,31%
2012: 63,6%
არჩევნებში მონაწილეობას ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკიც იღებს, რომლის ცნობადობა ქვეყანაში ფაქტობრივად 90%-ს აჭარბებს. "ბიბისი" ვარაუდობს, რომ სობჩაკმა არჩევნებში მონაწილეობა პუტინთან შეათანხა, თუმცა, ამას კატეგორიულად უარყოფს. მედიაში არსებობს მოსაზრება, რომ ქსენია სობჩაკის კანდიდატურის წამოყენების იდეა კრემლის წიაღში გაჩნდა, რათა ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნისგან ყურადღება გადაეტანათ. სობჩაკი საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს.
მაქსიმ სურაიკინი რუსეთის კომუნისტების საპრეზიდენტო კანდიდატია. სურაიკინმა აღნიშნული პარტია 2012 წელს დაარეგისტრირა. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია სურაიკინის პარტიას კომუნისტური პარტიის სპოილერს უწოდებს. მაქსიმ სურაიკინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს.
ბორის ტიტოვი პარტია "როსტის" კანდიდატია, თუმცა ჯერ კიდევ ზაფხულში აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. დეკემბერში გადაიფიქრა და ახლა მისი სახელი ამომრჩეველს ბიულეტენში სხვა 7 კანდიდატთან ერთად შეხვდება. თუმცა, ეს ამ კანდიდატისთვის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
გრიგორი იავლინსკი პარტია "იაბლოკოს" თანადაამაარსებელი და საპრეზიდენტო კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს, რადგან კენჭს ორჯერ 1996-ში და 2000 წლებში იყრიდა. ბიულეტენში მესამედ მოხვედრის სურვილი 2012 წელსაც ჰქონდა თუმცა, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
გასული არჩევნების შედეგები:
1996: 7,34%
2000: 5,8%
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 8 კანდიდატი მიიღებს. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ამ ადამიანებმა რეგისტრაციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება შეძლეს. Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით მაქსიმალურად მოკლედ მოგიყვებათ იმ კანდიდატების შესახებ, რომელთა სახელები 2018 წლის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ბიულეტენში შეხვდება.
სერგეი ბაბურინი "რუსეთის სახალხო კავშირის" საპრეზიდენტო კანდიდატია. ის 90-იანი წლების პოპულარული პოლიტიკოსია, თუმცა დღეს აქტივობით ნაკლებად გამოირჩევა. 90-ინი წლების ბოლოს დუმის ვიცე-სპიკერიც კი იყო. საკანონმდებლო ორგანოში მისი მუშაობა 10 წლის წინ დასრულდა და მას შემდეგ ვერცერთი არჩევითი თანამდებობის დაკავება ვერ შეძლო. ბაბურინი წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.
პაველ გრუდინინი საპრეზიდენტო კანდიდატად რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ მოულოდნელად წარადგინა. ის ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორია, უყვარს სტალინი, მარწყვი და ატარებს ულვაშს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური პარტიისა და მისი ტანდემი უკანასკნელ პეროდში შედგა, რადგან ჯერ კიდევ 2010 წლამდე პაველ გრუდინინი "ედინაია რასიას" წევრი იყო. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილება არც მას მიუღია.
ვლადიმერ ჟირინოვსკის თავისი ექსცენტრული ხასიათის წყალობით საქართველოშიც ბევრი იცნობს. ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკვე მეექვსედ იღებს, 2004 წელს საკუთარი თავის ადგილას დაცვის წევრიც კი წარადგინა. ჟირინოვსკი საპრეზიდენტო კანდიდატად რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა. მას მეორე ადგილიც არასდროს დაუკავებია, თუმცა, მარცხის მიუხედავად, თითქმის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას. 26-28 იანვრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ჟირინოვსკისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 5,9% აპირებს.
გასული არჩევნების შედეგები კი ასეთი იყო მისთვის:
1996: 5,7%
2000: 2,7%
2008: 9,35%
2012: 9,35%
ვლადიმერ პუტინი ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი უკვე მესამე ვადით არის და კენჭს მეოთხედ იყრის. "ბიბისი" ვარაუდობს, რომ პუტინი მისთვის ჩვეულ პოზიციას კიდევ ერთხელ დაიკავებს, რადგან სოციალური გამოკითხვები მას 70%-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებენ. არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა პუტინმა თავად წამოაყენა.
გასული არჩევნების შედეგები:
2000: 53%
2004: 71,31%
2012: 63,6%
არჩევნებში მონაწილეობას ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკიც იღებს, რომლის ცნობადობა ქვეყანაში ფაქტობრივად 90%-ს აჭარბებს. "ბიბისი" ვარაუდობს, რომ სობჩაკმა არჩევნებში მონაწილეობა პუტინთან შეათანხა, თუმცა, ამას კატეგორიულად უარყოფს. მედიაში არსებობს მოსაზრება, რომ ქსენია სობჩაკის კანდიდატურის წამოყენების იდეა კრემლის წიაღში გაჩნდა, რათა ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნისგან ყურადღება გადაეტანათ. სობჩაკი საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს.
მაქსიმ სურაიკინი რუსეთის კომუნისტების საპრეზიდენტო კანდიდატია. სურაიკინმა აღნიშნული პარტია 2012 წელს დაარეგისტრირა. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია სურაიკინის პარტიას კომუნისტური პარტიის სპოილერს უწოდებს. მაქსიმ სურაიკინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს.
ბორის ტიტოვი პარტია "როსტის" კანდიდატია, თუმცა ჯერ კიდევ ზაფხულში აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა. დეკემბერში გადაიფიქრა და ახლა მისი სახელი ამომრჩეველს ბიულეტენში სხვა 7 კანდიდატთან ერთად შეხვდება. თუმცა, ეს ამ კანდიდატისთვის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
გრიგორი იავლინსკი პარტია "იაბლოკოს" თანადაამაარსებელი და საპრეზიდენტო კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს, რადგან კენჭს ორჯერ 1996-ში და 2000 წლებში იყრიდა. ბიულეტენში მესამედ მოხვედრის სურვილი 2012 წელსაც ჰქონდა თუმცა, მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
გასული არჩევნების შედეგები:
1996: 7,34%
2000: 5,8%
მკითხველის კომენტარები
(0)