29 სამშაბათი - 2025, აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა | Allnews.Ge

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა

აშშ-ს კონგრესმა 2018-2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები დაამტკიცა და მთავრობის დროებითი დაფინანსება 23 მარტამდე გააგრძელა, რათა ამ პერიოდში საბოლოოდ შეათანხმონ სახელმწიფო სამინისტროებისა და უწყებებისთვის თანხების გამოყოფის საკითხი.

დოკუმენტი გადაიგზავნება თეთრ სახლში, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს. ეს ამერიკელ საჯარო მოხელეებს საშუალებას მისცემს მშვიდად შეუდგნენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას. 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო სახით მიღებას ხელს უშლის რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის უთანხმოება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკაზე.

აშშ-ს მთავრობამ მუშაობა 2018 წელს პირველად 19 იანვარს შეაჩერა, მაგრამ 23 იანვარს განაახლა მუშაობა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდა.