
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანაქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილების წესების დაცვით, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, თუმცა ხეს შეეჯახა და 6-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები.
"ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მე-400 მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.
გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული იმყოფებოდნენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღმოსავლეთ ღუთაში, დამასკოს გარეუბანში ავიაშეტევებისა და დაბომბვების შედეგად, სულ მცირე, 98 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება "დოიჩე ველე".
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. ჰუმანიტარული ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტების" ინფორმაციით კი, დაღუპულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, 300-ზე მეტი ადამიანი კი დაჭრილია.
"საარტილერიო დარტყმებისა და დაბომბვების ინტენსივობა მოწმობს, რომ შეტევა სირიის სამთავრობო არმიის მიერ იყო მომზადებული", - განაცხადა სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელმღვანელმა რამი აბდელ რაჰმანმა.
აღმოსავლეთ ღუთა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა სირიაში, რომელიც ამბოხებულების ხელში რჩება. ქალაქი ოთხ წელზე მეტია ალყაშია. ქალაქში დაახლოებით 400 000 ადამიანია, რომელთაც არ მიეწოდებათ ჰუმანიტარული დახმარება.
მკითხველის კომენტარები
(1)
ეს ის ბატონი არ არის ძლივს რომ დაალაგა<br />ქვეყანა და ქოცებმა რომ დაუწუნეს ????