26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
22.02.2018 / 08:02
შრიფტის ზომა:

დონალდ ტრამპი მასწავლებლების შეიარაღების წინადადებით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში სკოლის მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლებას მისცემენ, რათა მათ შეიარაღებული თავდასხმები სამართლადამცველების ადგილზე მისვლამდე მოიგერიონ. გარდა ამისა, გაუქმდება ის წესი, რომელიც სკოლის სიახლოვეს იარაღის ტარებას კრძალავს.

აღნიშნული წინადადითა ტრამპი ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმისგან დაზარალებულ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრის დროს გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შედეგად, 19 წლის ახალგაზრდამ 17 ადამიანი მოკლა.

რატომ გახდა აშშ-ში იარაღით თავდასხმები უფრო სისხლიანი?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით, ეს ინიციატივა სკოლის თავდასხმებთან დაკავშირებულ პრობლემას მოაგვარებს. ტრამპის თქმით, პოტენციური თავდამსხმელი ორჯერ დაფიქრდება, სანამ მსგავს ფატალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თავდასხმა საშუალოდ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გრძელდება, სამართალდამცველებს კი 5-დან 8 წუთამდე სჭირდებათ ადგილზე მისასვლელად და შესაბამისი რეაგირიბისთვის, ამ დროისთვის კი თავდასხმა უკვე დასრულებულია. თუ სკოლაში იქნება მასწავლებელი, რომელიც იარაღს ფლობს, თავდასხმის დასრულებას ძალიან სწრაფად შეძლებს",- განმარტა ტრამპმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა სტუდენტებს განუცხადა, რომ იარაღის შეძენის მსურველებსა და განსაკუთრებით მათ ფსიქიკურ მდგომარეობას მკაცრად გააკონტროლებენ.

აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში მერჯორი სტოუნმენ დუგლასის სახელობის სკოლაში მომხდარი თავდასხმა 2012 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი იყო. 2012 წელს "სენდი-ჰუკის" სკოლაზე თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

მკითხველის კომენტარები
(4)

ნია
23 თებერვალი , 2018 06:02

იმის მაგივრად, რომ მოსაწავლეების უსაფრთხოება სახელმწიფომ დაიცვას, მასწავლებლების შეიარაღების წინადადებით გამოდის. მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა სპეციალური წვრთნები უნდა გაიარონ და ყოველდღიურად შეიარაღებულებმა უნდა იარონ...? ხომ შეიძლება რომელიმე მასწავლებელს გაკვეთილზე ნერვებმა უმტყონოს, იმიტომ რომ, კლასი ვერ დაიმორჩილა და იარაღით სცადოს ბავშვების დაშინება? ე.ი. არამარტო წვრთნები არამედ სრული ფსიქოლოგიური შემოწმებაც უნდა გაიარონ და ა.შ. სკოლაში წასვლა აღარ მოგინდება, დაჯექი სახლში და ინტერნეტით განათლდი! თუმცა არც ეს არის გამოსავალი.....

???
22 თებერვალი , 2018 20:02

ამან სულ გაუჩერა?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დონალდ ტრამპი მასწავლებლების შეიარაღების წინადადებით გამოდის | Allnews.Ge