02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სირიაში აღმოსავლეთ ღუთაში ყოველდღე ჰუმანიტარული პაუზა იმოქმედებს | Allnews.Ge

სირიაში აღმოსავლეთ ღუთაში ყოველდღე ჰუმანიტარული პაუზა იმოქმედებს

აღმოსავლეთ ღუთაში - დამასკოს რაიონში, სადაც სამთავრობო ჯარები ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, სამშაბათიდან, დღეში ხუთი საათის განმავლობაში ჰუმანიტარული პაუზა იქნება შემოღებული.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კოლეგიის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჰუმანიტარული პაუზა იმოქმედებს 27 თებერვლიდან, 09:00-დან 14:00 საათამდე.

შოიგუს თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვების სურვილი ექნება, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება. მისი კოორდინატები უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.