25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
27.02.2018 / 12:02
შრიფტის ზომა:

უკრაინის შსს - პარლამენტთან სააკაშვილის მომხრეებთან დაპირისპირებისას 13 ძალოვანი დაშავდა

კიევში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან დაპირისპირებისას 13 ძალოვანი დაშავდა, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა.

"რამდენიმეს აქვს ცხვირისა და ლავიწის მოტეხილობები. დაკავებულია ცხრა სამართალდამრღვევი" , - დაწერა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შკირიაკმა.

მისივე ინფორმაციით, დემონსტრანტებმა გამოიყენეს "მოლოტოვის კოქტეილები", ხელკეტები და მეტალის საგნები და ცდილობდნენ საბურავების დაწვას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დილით პარლამენტის შენობასთან ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მომიტინგეები აგრესიულად იქცეოდნენ, ადგილზე ითხოვდნენ პარლამენტის სპიკერის, ანდრეი პარუბიის მისვლას, შემდეგ კი შენობაში შეღწევა სცადეს.

თვითმხილველის თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საბურავები დაწვეს. სამართალდამცველებმა ამის აღკვეთა სცადეს, რასაც ჩხუბი და ქვების სროლა მოჰყვა.

ამჟამად სიტუაცია განმუხტულია. პარლამენტთან ახლოს რამდენიმე ასეული მომიტინგეა, პარლამენტის შესასვლელს დაახლოებით ასი სამართალდამცველი იცავს.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

უკრაინის შსს - პარლამენტთან სააკაშვილის მომხრეებთან დაპირისპირებისას 13 ძალოვანი დაშავდა | Allnews.Ge