
ნეპალში, კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. ამის შესახებ The Associated Press პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ ბილიკზე ვერ დაჯდა და აეროპორტის სიახლოვეს არსებულ ფეხბურთის მოედანზე ჩამოვარდა.
ჩამოვარდნიდან მალევე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ.
კატმანდუს აეროპორტის ადმინისტრაციის ვარაუდით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკის გაუმართაობა გახდა.