განათლება
11.08.2017 / 09:08
შრიფტის ზომა:

სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება

სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება

სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. როგორც განათლებისაა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.

მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

"ხომ იცით, თავიდან როგორ ხდება. ჩათვლიან, რომ ეს არის დროებითი, პატარა კამპანია. ამან არ უნდა გაიაროს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პოლონეთში ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა | Allnews.Ge

პოლონეთში ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 მარტს საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში თეიმურაზ ფურცელაძე გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, მან მოინახულა დაშავებულები და შეხვედრა გამართა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. ხუთ დაშავებულს კი ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიციონო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.

პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მათთან მუდმივ კავშირზეა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებებლი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პრეცედურის დაწყება. საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურეობრივი მიზნით იმყოფებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.