Facebook-ი უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ფაქტმა, რომ სოციალური ქსელის 50 მილიონი მომხხმარებლის შესახებ არსებული პირადი ინფორმაცია კომპანია Cambridge Analytica-ს ხელში ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით აღმოჩნდა, საზოგადოებისა და თავად სოციალური ქსელის მომხმარებელთა იმედგაცრუება და აგრესია გამოიწვია. სწორედ ამიტომ, კამპანია #DeleteFacebook (წაშალე Facebook-ი) ინტერნეტსივრცეში სულ უფრო აქტუალური ხდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები, პროტესტის ნიშნად, სულ უფრო ხშირად აუქმებენ თავის ანგარიშს და შლიან პირად ინფორმაციას Facebook-იდან, თუმცა ეს მათთვის მნიშვნელოვან დისკომფორტთანაც არის დაკავშიორებული, რადგან ბევრ საიტზე ავტორიზაცია სწორედ facebook-ის საშუალებით ჰქონდათ გავლილი, ახლა კი იმ ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც ყველა სასურველ პლატფორმაზე თავიდან უნდა დარეგისტრირდნენ.
მომხმარებელმა, რომელიც ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, Independent-თან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად მტკივნეული პროცესია, თუმცა სამყაროს აღსასრული ნამდვილად არ არის.
ისიც უნდა ითქვას, რომ ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მონაცემთა შესაძლო გამოყენების ფაქტის გაჟღერების შემდეგ, ფეისბუქის აქციების ფასი 6.8%-ით დაეცა, რაც კომპანიის აქციების ფასის ყველაზე დიდი ვარდნაა 2014 წლის შემდეგ.
საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი აღნიშნულ სკანადალში და როგორ განვითარდა მოვლენები.
რა არის Cambridge Analytica?
Cambridge Analytica ბრიტანული კერძო კომპანიაა, რომელიც მონაცემთა მოპოვებისა და გადამუშავების გზით საარჩევნო პროცესებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების შექმნაში მონაწილეობს.
Cambridge Analytica-ს მომსახურებით სარგებლობდნენ "რეპუბლიკელები" წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპისა და ტედ კრუზის სასარგებლოდ. ამასთან, ბრიტანული ორგანიზაცია ეხმარებოდა "ბრექსიტის" მომხრეებს.
კომპანიას Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპოვებასა და ამ მონაცემების მეშვეობით, 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ბრიტანეთის "მეოთხე არხმა" გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი კომპანიის მენეჯერების მონაწილეობით, რომლიდანაც ირკვევა, რომ Cambridge Analytica-ს თანამშრომლებისთვის გარკვეული პოლიტიკური მოღვაწეების დისკრედიტაციისთვის ქრთამის აღება აპრობირებული საკითხია.
როგორ მოახერხა Cambridge Analytica-მ სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაემების მოპოვება ?
კომპანიამ ვიქტორინა სახელწოდებით "ეს თქვენი ციფრული ცხოვრებაა" გამოიყენა, რომელიც Facebook-ზე 2013 წელს გამოჩნდა. აპლიკაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიკოსის, ალექსანდრ კოგანის მიერ იყო შექმნილი.
მაშინ ქვიზით 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, რადგან მომხმარებლები თანხმდებოდნენ, აპლიკაციას, მიეღო ინფორმაცია მათი მეგობრების შესახებაც, კოგანმა შეძლო, პერსონალური მონაცემები 50 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი თანხმობის გარეშე მიეღო. მომხმარებელთა უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო.
ტესტმა კომპანიას საშუალება მისცა მომხმარებლის პროფილის ინფორმაცია დაემუშავებინა. საინტერესო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც მსგავსი გასართობი ხასიათის ტესტის გაკეთებას წყვეტს, საშიშროებას ვერ აცნობიერებს და პლატფორმის გამოყენების მიზნით ნებისმიერ პირობას თანხმდება და გაუცნობიერებლად იწყებს საკუთარი და მეგობრების შესახებ შესახებ არსებული აუარებელი რაოდენობის ინფორმაციის გაცემას, რომელსაც შემდეგში კომერციული დანიშნულებით იყენებენ. ზუსტად ამ სცენარით განვითარდა მოვლენები Cambridge Analytica-ს შემთხვევაში, რომელმაც მოპოვებული ინფორმაცია თავისთვის სასარგებლო მანიპულაციების განსახორციელებლად გამოიყენა, თუმცა რამდენად შორს წავიდა ის თავის მანიპულაციებში, ამას საერთაშორისო გამოძიება დადგენს.
რა პასუხი გასცა Facebook-მა
Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 5 დღიანი დუმილი დაარღვია და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულ სკანდალსა და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც კომპანიამ პირადი მონაცემების დაცვის მიზნით უკვე გადადგა.
"ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, დავიცვათ თქვენი მონაცემები და თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ არ ვიმსახურებთ, რომ გემსახუროთ. ვმუშაობდი იმაზე, რომ გამეგო თუ ზუსტად რა მოხდა და როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს კიდევ ერთხელ არ განმეორდება. კარგი ამბავი ის არის, რომ წლების წინ მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორებულიყო, თუმცა დავუშვით შეცდომებიც და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი"- ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში მარკ ცუკერბერგი ქრონოლოგიურად მიუყვება მოვლენებს, რომელიც ინფორმაციის გაზიარებისა და მოპოივების ამ კონკლრეტულ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
"2013 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ალექსანდრ კოგანმა შექმნა ქვიზი, რომელიც 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა. მომხმარებლებმა ქვიზს უფლება მისცეს, მათი მეგობრების შესახებაც შეეგროვებინა მონაცემები. იმის გათვალისწინებით, როგორ მუშაობდა მაშინ ჩვენი პლატფორმა, კოგანმა ათობით მილიონი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია მოიპოვა.
2014 წელს მსგავსი ფაქტების პერევენციისთვის, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რადიკალურად ვცვლიდით პლატფორმას, რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა, დაინტერესებული კომპანიების მხრიდან პირადი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კოგანის მსგავსი აპლიკაციები ვეღარ გამოითხოვდნენ ინფორმაციას მომხმარებლის მეგობრების შესახებ, თუკი მეგობრები თავად არ დაეთანხმებოდნენ ამ პირობებს.
2015 წელს "გარდიანის" ჟურნალისტისგან შევიტყვეთ, რომ კოგანი თავისი აპლიკაციის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას Cambridge Analytica-ს უზიარებდა, რაც ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, დეველოპერებს არ შეუძლიათ ინფორმაციის გაზიარება თავად მომხმარებელთა ნებართვის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაუყოვნებლივ ავკრძალეთ კოგანის აპლიკაცია ჩვენს პლატფორმაზე და ორივე მათგანს მოვთხოვეთ მოპოვებული ინფორმაციის წაშლა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. მაშინ მათ ეს დოკუმენტაცია წარმოადგინეს.
გასულ კვირას Guardian-ის, New York Times-ისა and Channel 4-ისგან გავიგეთ, რომ შესაძლოა, Cambridge Analytica-მ დოკუმენტის წარმოდგენის მიუხედავად, მონაცემები არ წაშალა. ამას ჩვენი მხრიადან პლათფორმისა და სერვისების გამოყენების სრული აკრძალვა მოჰყვა. თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ ინფორამაცია წაშალა და მზად არის ითანამშრომლოს აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ ამის დასადასტურებლად დავიქირავეთ"- ნათქვამია განცხადებაში.
მარკ ცუკერბერგის თქმით, 2014 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ისინი დახვეწას საჭიროებენ, ამიტომ Facebook-ი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს:
როგორ მოქმედებს ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება?
ინფორმაციის საკითხებში ბრიტანული კომიის ხელმძღვანელი აპირებს სასამართლოსთვის მიმართვას და Cambridge Analytica-ს ოფისების ჩხრეკის ორდერის მოთხოვნას.
კომისიის ხელმძღვანელი, ელიზაბეტ დენამი, ცდილობს დადგინოს გამოიყენა თუ არა კომპანიამ სოციალური ქსელის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ამერიკის შეერთებული შატეტების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ცდილობენ დაადგინონ, რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში Facebook-მა და მოხდა თუ არა მისი მხრიდან კანონის დარღვევა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(1)
გლობალური საკომუნიკაციო ქსელების სპეც სამსახურებთან და მსგავს სუბიექტებთან ურთიერთობები არახალია ...