რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ ჟირინოვსკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს | Allnews.Ge

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ ჟირინოვსკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

გამოცემა "ნამდვილი დროის" (Настоящее время) ჟურნალისტმა რენატ დავლეტგილდეევმა ვლადიმერ ჟირინოვსკის მხრიდან სექსუალურ შევიწროვების ფაქტის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ფაქტი 2006 წელს მოხდა, როდესაც ის პოლიტიკოსისგან ინტერვიუს იღებდა.

"მე ახალგაზრდა ბიჭი, დამწყები ჟურნალისტი, ვიწერ ჟირინოვსკის კომენტარს. მას ფოიეში შემთხვევით შევხვდი, ის ხელებით საკმაოდ დაჟინებულად მისვამდა", - ყვება ჟურნალისტი,- "ამის შემდეგ ჩემთან მოდიან პოლიტიკოსის დამხმარეები, ხელებში მკიდებენ და მათთან ერთად საუნაში წასვლას მთავაზობენ. მე შეშინებული რაღაცას ვბუტბუტებ და დაუყოვნებლივ გავრბივარ იქით, სადაც ბევრი ხალხია"- იხსენებს რენატ დავლეტგილდეევი.

ჟურნალისტმა ისიც განმარტა, თუ რატომ არაფერი მოიმოქმედა აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,-  "იმიტომ რომ იმ დროს სექსუალურ შევიწროვებაზე არც ასეთი საჯარო დისკუსია არ მიმდინარეობდა, ამასთან ერთად მაშინ ჩემი ჰომოსექსუალობის გააზრებას და ამის დამალვას ვცდილობდი",- აღნიშნა რენატ დავლეტგილდეევმა.

ვლადიმერ ჟირინოვსკის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.