25 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
26.03.2018 / 13:03
შრიფტის ზომა:

სკრიპალის საქმე - აშშ-მ 60 რუს დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს ადმინისტრაციამ სკრიპალის საქმეზე საპასუხოდ მიიღო.

საკონსულოს დახურვის მიზეზად დასახელებულია, რომ ის საზღვაო ძალების ბაზასა და საავიაციო კომპანია "ბოინგთან" ახლოს მდებარეობს.

როგორც ცნობილი გახდა, სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავის გაძევება გადაწყდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით კი რუსეთიდან ამერიკული დიპლომატიური მისიის სულ მცირე 60 თანამშრომელს გააძევებენ, ამის შესახებ სააგენტოს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განუცხადა.

"გასაგებია, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს, თუმცა, ყველას ესმის, რომ ზომები ასეთივე იქნება და შეეხება იმავე რაოდენობის თანამშრომელს, ვინაიდან რაოდენობის მიხედვით ჩვენ ერთნაირი დიპლომატიური მისიები გვაქვს. აშშ პასუხად ასეთ "საჩუქარს" მიიღებს", - განაცხადა ჯაბაროვმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სკრიპალის საქმე - აშშ-მ 60 რუს დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა | Allnews.Ge