
Facebook-ის აღმასრულებელი დიერექტორი მარკ ცუკერბერგი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში Cambridge Analytica-ს სკანდალთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ მივა. ცუკერბერგის ნაცვალად დეპუტატების წინაშე მისი ერთ-ერთი მოადგილე წარდგება.
გაერთიანებული სამეფოს ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა დამიან კოლინზმა სოციალური ქსელის აღმასრულებელ დირექტორს პარლამენტში მისვლის თხოვნით წერილი პირადად გაუგზავნა და წერილზე პასუხის გასაცემად დრო ორშაბათის საღამომდე მისცა. საპასუხო წერილში მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მის ნაცვლად ტექნოლოგიური ხელმძღვანელი მაიკ შროპფერი ან კრის კოქსი მივლენ. ორივე მათგანი მარკ ცუკერბერგის გვერდით 10 წელზე მეტია მუშაობენ. წერილში ნათვქვამი არ არის მარკ ცუკერბერგი პერსონალურად რატომ არ ეწვევა პარლამენტს.
Facebook-ი სრულად აცნობიერებს საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და პარლამენტის ინტერესის დონეს და მხარს უჭერს თქვენს რწმენას, რომ საკითხთან დაკავშირებული კითხვები კომპანიის უმაღლესი პირების მიმართ უნდა გადამისამართდეს, ამიტომ მარკ ცუკერბერგმა პირადად სთხოვა თავის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტს მტკიცებულებები წარუდგინოს",- ნათქვამია წერილში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Facebook--მა ასევე განმარტა, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვების სიხშირე, რომელმაც Cambridge Analytica-ს მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა მომხმარებლის ინფორმირების გარეშე მისცა, გაერთიანებული სამეფოდან მხოლოდ 1%-ს შეადგენდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Facebook-ის აღმასრულებელი დიერექტორი მარკ ცუკერბერგი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში Cambridge Analytica-ს სკანდალთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ მივა. ცუკერბერგის ნაცვალად დეპუტატების წინაშე მისი ერთ-ერთი მოადგილე წარდგება.
გაერთიანებული სამეფოს ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა დამიან კოლინზმა სოციალური ქსელის აღმასრულებელ დირექტორს პარლამენტში მისვლის თხოვნით წერილი პირადად გაუგზავნა და წერილზე პასუხის გასაცემად დრო ორშაბათის საღამომდე მისცა. საპასუხო წერილში მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მის ნაცვლად ტექნოლოგიური ხელმძღვანელი მაიკ შროპფერი ან კრის კოქსი მივლენ. ორივე მათგანი მარკ ცუკერბერგის გვერდით 10 წელზე მეტია მუშაობენ. წერილში ნათვქვამი არ არის მარკ ცუკერბერგი პერსონალურად რატომ არ ეწვევა პარლამენტს.
Facebook-ი სრულად აცნობიერებს საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისა და პარლამენტის ინტერესის დონეს და მხარს უჭერს თქვენს რწმენას, რომ საკითხთან დაკავშირებული კითხვები კომპანიის უმაღლესი პირების მიმართ უნდა გადამისამართდეს, ამიტომ მარკ ცუკერბერგმა პირადად სთხოვა თავის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტს მტკიცებულებები წარუდგინოს",- ნათქვამია წერილში.
Facebook--მა ასევე განმარტა, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვების სიხშირე, რომელმაც Cambridge Analytica-ს მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა მომხმარებლის ინფორმირების გარეშე მისცა, გაერთიანებული სამეფოდან მხოლოდ 1%-ს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები
(0)