
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციას Rasmussen Reports მადლობა გადაუხადა, რომლის გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი 50%-ს შეადგენს.
"მადლობას ვუხდი Rasmussen-ს სამართლიანი გამოკითხვისთვის. ახლახან პოპულარობის 50%-ს მივაღწიე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა პრეზიდენტობის იმავე პერიოდში", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
Rasmussen Reports-ის კვლევის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი 3 პუნქტით გაიზარდა და 50% შეადგინა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის იმავე პერიოდში, ანუ 2010 წლის 2 აპრილს ბარაკ ობამას რეიტინგი 46%-ს შეადგენდა.
ამავე კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 49% არ უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1,5 ათასმა ამერიკელმა მიიღო, ცდომილება +/- 2,5% შეადგენს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციას Rasmussen Reports მადლობა გადაუხადა, რომლის გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის რეიტინგი 50%-ს შეადგენს.
"მადლობას ვუხდი Rasmussen-ს სამართლიანი გამოკითხვისთვის. ახლახან პოპულარობის 50%-ს მივაღწიე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა პრეზიდენტობის იმავე პერიოდში", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
Rasmussen Reports-ის კვლევის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი 3 პუნქტით გაიზარდა და 50% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის იმავე პერიოდში, ანუ 2010 წლის 2 აპრილს ბარაკ ობამას რეიტინგი 46%-ს შეადგენდა.
ამავე კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 49% არ უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1,5 ათასმა ამერიკელმა მიიღო, ცდომილება +/- 2,5% შეადგენს.
მკითხველის კომენტარები
(0)