
კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაკარგულად ითვლება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტბა პენიოლიზე გემს 170 ტურისტი გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მაშველები დაკარგულებს ეძენებ და დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კალიფორნიაში, კომპანია YouTube-ის შტაბ-ბინაში სროლა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნასიმ აღდამმა მოაწყო. ამის შესახებ გამოცემა San Francisco Chronicle პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნასიმ აღდამს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა და თავსაბურავი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღდამს კომპანია YouTube-თან კავშირი არ ჰქონია.
გუშინ კალიფორნიის ქალაქ სან-ბრუნოში, კომპანია YouTube-ის შენობაში სროლა მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ქალი მარტო მოქმედებდა. გარკვეული დროის შემდეგ ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
სროლის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სამი დაშავებული ჰოსპიტალიზირებულია, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, სროლის მიზეზი ყოფითი კონფლიქტი გახდა.
მკითხველის კომენტარები
(0)