28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
12.04.2018 / 08:04
შრიფტის ზომა:

ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - 6 ექსპერტის მოსაზრება

რუსეთმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები, უარი თქვას სირიაში სამხედრო მოქმედებებზე.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა შესაძლებლობებმა საერთაშორისო პოლიტიკაში გაუგებრობა გამოიწვია და მწვავე დილემური საკითხი გახდა.

ვდაგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე? – აღნიშნული კითხვა BBC-იმ მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებს დაუსვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ექსპერტების პასუხი არაერთგვაროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოც კი აღმოჩნდა. სპეციალისტების ნაწილი გამორიცხავს და არ სჯერა, რომ დღეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყების ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ მაშინ, როდესაც საერთაშორისო ექსპერტების ნაწილი ირწმუნება, რომ ამის შესაძლებლობა ნამდვილად მაღალია. ზოგიერთმა ექსპერტმა BBC-სთან საუბარში ისიც კი თქვა, რომ დღეს ჩვენ ცივი მესამე მსოფლიო ომის მოწმეები ვართ.

რა პროცესებმა შეიძლება, მიგვიყვანოს გლობალურ კონფლიქტამდე?

ამ კითხვაზე ექსპერტების ნაწილმა უპასუხა, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები და 7 წლიანი დაუსრულებელი ომი უკვე არის გლობალური კონფლიქტი. სპეციალისტების ნაწილმა გლობალური კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად ჩრდილოეთ კორეა დაასახელა და განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას, რაც წამყვან ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს.

ექსპერტების გარკვეული ჯგუფი პრობლემას ხედავს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში. რუსი ექსპერტის სერგეი მარკოვის თქმით, პრობლემა ის არის, რომ დასავლელ ლიდერებს სჯერათ, რომ რუსეთზე ძლიერები არიან.

კითხვაზე თუ რა ხდის გლობალურ კონფლიქტს და მესამე მსოფლიო ომის დაწყებას შესაძლებელს, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტმა ლინა ხატიბმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია, რომელშიც ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორია ჩართული, ექსპერტის თქმით, ომი შუამავლების მეშვეობით ომის ახალი სახეობაა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

გვაქვს თუ არა ღელვის საფუძველი და როდის უნდა დავიწყოთ ნერვიულობა?

რუსი ექსპერტის თქმით, მსოფლიოს ნერვიულობის საბაბი მაშინ ექნება, თუ ამერიკა რუს ჯარისკაცებს დახოცავს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნერვიულობის საბაბს კომუნიკაციისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოგვცემს. სპეციალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ ღელვის საფუძველი იქნება მაშინაც, თუ ამერიკის შეერთებული შტატები კორეის ნახევარკუნძულს დატოვებს, რაც ექსტრემალურად სახიფათო სიგნალი იქნება. ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ ვითარება სულ უფრო გამწვავდება თუ საერთაშორისო საზოგადოება სირიის კონფლიქტის იგნორირებას განაგრძობს. "თუ უმოქმედოთ ვისხდებით და მხოლოდ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ ეს კონფლიქტი მასშტაბებში კიდევ უფრო გაიზრდება და ისე დაგვარტყამს, რომ ამის გააზრებასაც ვერ მოვასწრებთ"- განმარტრა ლინა ხატიბმა.

როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მესამე მსოფლიო ომი რეალობად არ იქცეს?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ლინა ხატიბმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი კონფლიქტური რეგიონია, თუმცა იქ ძალიან ბევრი სამოქალაქო აქტივისტი მუშაობს და სწორედ ისინი შეასრულებენ მშვიდობის დამყარებაში მთავარ როლს, როდესაც ამის დრო მოვა.

სამხრეთ და ცენტრალური აზიის ექსპერტის შაშანკ ჯოშის თქმით, დღეს მსოფლიოს აქვს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც გაეროა, გვაქვს შეიარაღების კონტროლის ისეთი შეთანხმებები, რომლებიც წინა წლებში არ გვქონია, ყველა ეს ინსტიტუცია მნიშვნელოვანი შემზღუდავი ფაქტორია. საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი პატრისია ლევისი კი გვეუბნება, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება თუ ვირწმუნებთ, რომ ეს შეუძლებელია.

მკითხველის კომენტარები
(3)

ზაზა
14 აპრილი , 2018 16:04

ნიკოლოზ ვინ მოიგებს ესეც გეცოდინება და გვითხარი ბარემ.არიქნება არავითარი მესამე მსოფლიო ომი არა.

იასონი
12 აპრილი , 2018 13:04

და ვახტანგ მაისაიამ რა თქვა?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - 6 ექსპერტის მოსაზრება | Allnews.Ge