
უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმერ პარასიუკმა თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელს "გმირი" უწოდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა სოციალური ქსელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"როდესაც ადამიანი თავისი სიცოცხლის ფასად მზად არის მიიღოს უკიდურესი ზომები, იდეისთვის, სიმართლისთვის, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას - გმირი!" - დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თავისი სტატუსის კომენტარებში დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩის მკვლელი თავისი ხალხის გმირია და განაცხადა, რომ მკვლელობა წარმოადგენს პასუხს "ალეპოში ათასობით მოკლულ ადამიანზე", რაშიც დამნაშავე რუსეთია.
გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კემბრიჯის ჰერცოგინიას, ბრიტანეთის პრინც უილიამის მეუღლეს, ქეით მიდლტონს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, სამეფო ოჯახში აცხადებენ.
როგორც მათ განცხადებაში წერია, ქეითი დღეს დილით გადაიყვანეს ლონდონში მდებარე სენტ მერის სახელობის კლინიკაში. მასთან ერთად იმყოფება უილიამიც.
კემბრიჯის ჰერცოგინია მესამე ბავშვს ელოდება.
მკითხველის კომენტარები
(1)
ჰე ახლა, ყველამ გაფაციცებულებმა დავაკვირდეთ ქეითას "იქ", თუ როდის გამოძვრება გვირგვინოსანი ღლაპი. ჩვენ ჩასვრილ სახელმწიფო საქმეებზე რომ ვიდარდოთ, ის ჯობდეს მგონი ამ სნობურ ტინგიცობას!