საზოგადოება
26.06.2016 / 09:06
შრიფტის ზომა:

შსს სოფელ აცანის წინამძღვართან დაკავშირებულ ვიდეომასალას საპატრიარქოში გადააგზავნის

შსს სოფელ აცანის წინამძღვართან დაკავშირებულ ვიდეომასალას საპატრიარქოში გადააგზავნის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვართან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან კ.მართავდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ, საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა. სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

შსს - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა თვითდაზიანებები მიიყენა

აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული. აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოშიც აგზავნის. ამ ეტაპზე ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

ლუხო
26 ნოემბერი , 2016 09:11

კასტრო, სიტყვის კაცი იყო, პირგაუპარსავი გარდაიცვალა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ერევნის აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია | Allnews.Ge

ერევნის აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია

ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ასეულობით ავტომობილი აეროპორტში მისვლას ან იქიდან ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ათობით ადამიანი ტოვებს საკუთარ ავტომობილებს და რეისზე დაგვიანების შიშით აეროპორტის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებიან.

"ეს სიტუაცია უხეშად არღვევს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მოგიწოდებთ გახსნათ ავტომაგისტრალი", - მიმართა მომიტინგეებს პოლიციის წარმომადგენელმა, თუმცა მომიტინგეებმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მომხრეებს სამოქალაქო დამოურჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდა.