05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში ისე გადაადგილდებიან, რომ ერთ ცენტსაც არ იხდიან | Allnews.Ge

ამ ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში ისე გადაადგილდებიან, რომ ერთ ცენტსაც არ იხდიან

ესტონეთი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქვეყნის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადს აუქმებს.

შესაბამისად ხელისუფლების გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში მოსახლეობა ისე იმოგზაურებს, რომ ერთ ცენტსაც არ გადაიხდის.

5-წლიანი ექსპერიმენტის ფარგლებში ესტონეთის დედაქალაქ ტალინის მოსახლეობას შეეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებულიყვნენ. ამ ექსპერიმენტის შემდეგ, ესტონეთის სხვა ნაწილში მცხოვრებმა მოსახლეობამაც მოითხოვა მსგავსი შეღავათის დაწესება.

ამ პროექტის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზება, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება და გზების ტრანსპორტისგან განტვირთვაა.

სამგზავრო გადასახადზე შეღავათები არ შეეხებათ ესტონეთში სხვა ქვეყნიდან ჩასულ ვიზიტორებს.

ტალინის მოსახლეობას საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ხელისუფლებას თანხის დაზოგვა შეუძლია, მაშინ როდესაც არ ყიდის და არ ამოწმებს ბილეთებს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, უფასო საზოგადოიებრივი ტრანსპორტის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მათ ორჯერ მეტი მოგება ნახეს, ვიდრე ზარალი.

მოცემული მომენტისთვის უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების გეგმას აქტიურად განიხილავს პარიზიც. ამის ძირითადი მიზეზი ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.

მომზადებულია World Economic Forum-ის მიხედვით