
საყოველთაო არჩევნებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ იტალია ჯერ კიდევ მთავრობის გარეშე რჩება.
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი კარლო კოტარელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა და ახალი მთავრობის ფორმირება, ამასთანავე პოლიტიკური და კონსტიტუციური არეულობის მოწესრიგება დაავალა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისთვის კარლო კოტარელი შესაბამის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამიტომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყანას "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა" და პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" კოალიცია ჩაუდგებოდა სათავეში. თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იტალიის პრეზიდენტმა კოალიციის მიერ არჩეული ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა დაბლოკა.
პრეზიდენტმა თავისი გადაწყევეტილება სატელევიზიო მიმართვისას განმარტა და აღნიშნა, რომ მან დაბლოკა 81 წლის ევროსკეპტიკოსის, ეკონომისტ პაოლო სავონას კანდიდატურა, რადგან, მომავალმა ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ იტალიას ევროზონიდან გაიყვანდა.
პრეზიდენტის თქმით, ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ინვესტორები დააფრთხო. პრეზიდენტის განმარტებით, ევროზონის წევრობა ქვეყნის ფუნდამენტური არჩევანია და თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება, მასშტაბური მსჯელობა უნდა გაიმართოს.
სერჯო მატარელას გადაწყვეტილებას არ დაეთანხმენენ "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა" და "ჩრდილოეთის ლიგის" წევრები, რომლებმაც პერეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვეს და საპროტესტო აქციები დააანონსეს.
იტალიაში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის 4 მარტს გაიმართა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საყოველთაო არჩევნებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ იტალია ჯერ კიდევ მთავრობის გარეშე რჩება.
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი კარლო კოტარელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა და ახალი მთავრობის ფორმირება, ამასთანავე პოლიტიკური და კონსტიტუციური არეულობის მოწესრიგება დაავალა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისთვის კარლო კოტარელი შესაბამის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამიტომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ.
მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყანას "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა" და პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" კოალიცია ჩაუდგებოდა სათავეში. თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იტალიის პრეზიდენტმა კოალიციის მიერ არჩეული ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა დაბლოკა.
პრეზიდენტმა თავისი გადაწყევეტილება სატელევიზიო მიმართვისას განმარტა და აღნიშნა, რომ მან დაბლოკა 81 წლის ევროსკეპტიკოსის, ეკონომისტ პაოლო სავონას კანდიდატურა, რადგან, მომავალმა ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ იტალიას ევროზონიდან გაიყვანდა.
პრეზიდენტის თქმით, ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ინვესტორები დააფრთხო. პრეზიდენტის განმარტებით, ევროზონის წევრობა ქვეყნის ფუნდამენტური არჩევანია და თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება, მასშტაბური მსჯელობა უნდა გაიმართოს.
სერჯო მატარელას გადაწყვეტილებას არ დაეთანხმენენ "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა" და "ჩრდილოეთის ლიგის" წევრები, რომლებმაც პერეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვეს და საპროტესტო აქციები დააანონსეს.
იტალიაში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის 4 მარტს გაიმართა.
მკითხველის კომენტარები
(0)