01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია | Allnews.Ge

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს.

ასევე, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ბაბჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორი.

არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცინირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რათა გამოევლინათ მკვლელობის შემკვეთი.

აღსანიშნავია, რომ არკადი ბაბჩენკო ბრიფინგზე გამოცხადდა უკრაინის გენპროკურორთან, იური ლუცენკოსთან ერთად. მან ბოდიში მოუხადა თავის ახლობლებს და აღნიშნა, რომ ეს საჭირო იყო ოპერატიული მიზნებისთვის.