
მომავალი წლიდან, ისრაელის კომაპნია Teva-მ ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლოა, სიახლე დანერგოს. კომპანიამ სამედიცინო მარიხუანას ინჰალატორის კომერციალიზაციის შესახებ დადო შეთანხმება.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ, ერთი წლის განმავლობაში, Syqe-ის ინჰალატორის რამბაის (ხაიფა) ჰოსპიტალში გამოყენებაზე გასცა ნებართვა. ეს საავადმყოფო მსოფლიოში პირველია, სადაც მარიხუანას პრეპარატს სტანდარტულ თერაპიაში იყენებენ. ისრაელში მარიხუანას უნიშნავენ პაციენტებს სხვადასხვა ხასიათის ტკივილის დროს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თუ ახლა ასეთი პაციენტების რიცხვი დაახლოებით, 26 000-ია, 2018 წლისთვის მათი რიცხვი გაორმაგდება.
სპეციალისტების განცხადებით, ინჰალატორმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს პაციენტების ცხოვრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საუდის არაბეთში ქალებისთვის პირველი 10 მართვის მოწმობა გამოუშვეს. Guardian-ის ცნობით, შეირჩა 10 ქალი, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მართვის მოწმობა სხვა ქვეყანაში აღებული. მათ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მცირე გამოცდის ჩაბარება მოუხდათ, რათა საუდის არაბეთის სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა აიღონ.
შეგახსენებთ, სამი კვირა დარჩა მანამ, სანამ ქვეყანაში ქალ მძღოლებზე ავტომობილის მართვაზე აკრძალვა მოიხსნება. კერძოდ, 24 ივნისიდან საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებიც მიიღებენ მართვის მოწმობებს. ავტომობილის მართვისთვის საჭირო მომზადებას კი ისინი მხოლოდ ქალებისთვის არსებულ სპეციალურ კოლეჯში გაივლიან.
საუდის არაბეთში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ შეზღუდულია, ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მოპოვება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი უფრო მარტივად შეძლებენ იარონ სამსახურში, შეხვდნენ მეგობრებს ან თუნდაც, წაიყვანონ ბავშვები სკოლაში.
"მანქანის მართვა ჩემთვის არის არჩევანის უფლება, უფლება, გადავაადგილდე დამოუკიდებლად", - განაცხადა რემა ჯევდატმა, რომელიც ერთ-ერთია იმ 10 ქალს შორის, რომლებიც მართვის მოწმობას პირველ ეტაპზე მიიღებენ.
ქალებისთვის ამ მნიშვნელოვანი უფლების მინიჭებას, საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის სახელს უკავშირებენ, რომელიც ცდილობს ქვეყნის რეფორმირებას.
ფოტო: AP
მკითხველის კომენტარები
(0)