
სურსათის ეროვნული სააგენტო ციტრუსის მქონე მოსახლეობას ურჩევს, ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელონ და ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში.
ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან "ლოდინის პერიოდი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსნების არსებობა, მაგრამ არა ისეთი ოდენობით, როგორც ეს სხვა კულტურებში იყო, რადგანაც ამ პერიოდში უკვე ფაროსანების დიდ ნაწილს დასრულებული აქვს კვების ციკლი და ეძებს თავშესაფარს, მცირე ნაწილი კი, რომელიც ჯერაც აგრძელებს კვებას, აღინიშნებოდა ციტრუსებშიც.
რისკი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ციტრუსთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ და პირველ რიგში, პესტიციდები გადავეცით აჭარის, გურიის და სამეგრელოს ნაწილს, სადაც ციტრუსია. პრეპარატები ოჯახებს დაახლოებით 2 კვირის წინ დაურიგდა. 1 ლიტრი საკმარისია 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად. აუცილებელია ბაღებში მონიტორინგი, დათვალიერება ყოველდღიურ რეჟიმში და ფაროსნების აღმოჩენის შემთხვევაში მათ უნდა შეწამლონ ბაღები", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
ლიპარტია ფიქრობს, რომ წელს, ციტრუსთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა იყოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კანადაში "დიდი შვიდეულის" სამიტი 9 ივნისს დასრულდა. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, აშშ-ს, საფრანგეთისა და იაპონიის ლიდერებმა, სერიოზული წინააღმდეგობების მიუხედავად, ორდღიანი შეხვედრის შედეგად საერთო ტექსტის შეთანხმება და ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს.
საგულისხმოა ის, თუ როგორ გააშუქა ეს შეხვედრა ამა თუ იმ ლიდერის პრესსამსახურმა.
საქმე ისაა, რომ მათ მიერ გადაღებულ ფოტოებში ყველაზე გავლენიანად სწორედ მათი ქვეყნის ლიდერია წარმოჩენილი. შედარებისთვის გთავაზობთ ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონის, ჯუზეპე კონტეს, დონალდ ტრამპის, ჯასტინ ტრიუდოსა და სინძო აბეს პრესსამსახურების მიერ გავრცელებულ ფოტომასალას.
ანგელა მერკელი:
დონალდ ტრამპი:
ჯასტინ ტრიუდო:
სინძო აბე:
ემანუელ მაკრონი:
მკითხველის კომენტარები
(0)