28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
27.02.2018 / 13:02
შრიფტის ზომა:

თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ დენი და გაზი გაეთიშებათ

თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ დენი და გაზი გაეთიშებათ

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), რადიანის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და კოკა კლდიაშვილის ქუჩებს;

11:00-დან 15:00 საათამდე - დოლაბაურის, კაჭარავას, წერნაკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, იორის და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩებს;

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

11:00-დან 18:00 საათამდე - გობრონიძის ქუჩას; 11:00-დან 15:00 საათამდე - გურამიშვილის გამზირს, შეშელიძის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, შუშის და ჭედიას ქუჩებს;

12:00-დან 15:00 საათამდე - გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩებს; 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და პეტრე იბერის ქუჩას (ნაწილობრივ).

რაც შეეხება გაზს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 28 თებერვალს დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ დიღომში, არქანჯელო ლამბერტის ქუჩა № 33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას/ გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 12:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირი № 64-66-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის დეტალები - იხილეთ კადრები | Allnews.Ge

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრის დეტალები - იხილეთ კადრები

სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შესანიშნავ ურთიერთობებს წარმართავს.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. კარგი შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ, შესანიშნავი დისკუსია გვექნება და უზარმაზარ წარმატებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, ბევრს მივაღწევთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

"ძველი პრაქტიკა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონდა, დაბრკოლებას ქმნიდნენ ჩვენს გზაზე, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ და დღეს აქ ვართ", - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

"ეს სიმართლეა", - ასე უპასუხა კიმ ჩენ ინის რეპლიკას დონალდ ტრამპმა.

მისასალმებელი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა მოლაპარაკებები უკვე გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

ამერიკული მხრიდან შეხვედრას ესწრებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კი შეხვედრას შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ხო და ჩრდილოეთ კორეის "შრომითი პარტიის" ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კიმ იონ ჩხოლი.

დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა კომენტარი კიმ ჩენ ინთან პირისპირი შეხვედრის შესახებ, რომელიც 48 წუთი გაგრძელდა და რომელსაც მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.

"შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ წარსულის პრობლემების გადაჭრას და წარმატებული მოლაპარაკებების წარმართვას", - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ დაინტერესებულია აშშ-ს პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

"ეს არ იქნება იოლი, თუმცა მე ეს მსურს. ჩვენ ყველა სახის სკეპტიციზმი და სპეკულაციები გადავლახეთ ამ სამიტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს კარგია მსოფლიოსთვის", - დასძინა მან.

კიმ ჩენ ინის თქმით, ეს იყო ისტორიული შეხვედრა - " ჩვენ გადავწყვიტეთ რომ წარსული უკან მოვიტოვოთ. მსოფლიო იხილავს მნიშვნელოვან ცვლილებებს".

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, "სინგაპურში ხელმოწერილი დოკუმენტი ყოვლისმომცველია". მისივე თქმით, "ძალიან მალე დაიწყება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პროცესი".

"აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ამიერიდან განსხვავებული იქნება იმ ურთიერთობებისგან, რაც აქამდე გვქონდა", - აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.

ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუ რა დოკუმენტს მოეწერა ხელი, თუმცა აშშ-ს დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, რომ ამ დოკუმენტით შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების გამყარება მოხდება.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია ძალიან მალე დაიწყება.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში დაპატიჟოს.